ჯაბა ხუბუა: საქართველოს გათავისუფლება სისხლიანი, ანტიადამიანური რეჟიმისაგან არის ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი „დანაშაული“. ყველანაირად ეცდებიან, ეს არ აპატიონ - აქედან გამომდინარეობს ყველაფერი დანარჩენი, ახლა აგორებული სესხების განულების თემის ჩათვლით

ქართველი ხალხის წინაშე ივანიშვილის მთავარი დამსახურება არის ის, რაც მან 2012 წლის 1 ოქტომბერს გააკეთა - საქართველოს გათავისუფლება სისხლიანი, ჯალათური, მკვლელი, მწამებელი, ანტიქართული და ანტიადამიანური რეჟიმისაგან, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლება, ივანიშვილის „დანაშაულია“ საქართველოს გარეული და შინაური მტრების წინაშე, რომლებიც ყველანაირად ეცდებიან, ეს დანაშაული მას არ აპატიონ, სწორედ აქედან გამომდინარეობს ყველაფერი დანარჩენი, სესხების განულების თემის ჩათვლით.

„საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე ბიძინა ივანიშვილის მთავარი დამსახურება არც სესხების განულებაა, არც - სამების ტაძრის მშენებლობის დაფინანსება, არც - სხვა ეკლესია-მონასტრების აღდგენა და რესტავრაცია, არც - საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღების, უნივერსიტეტებისა და თეატრების გარემონტება, ინვენტარიზაცია თუ სულაც ახლის აშენება, არც - სამედიცინო და სარეკრეაციო, სპორტული და კულტურული მიმართულებით განხორციელებული პროექტები და საერთოდ, არცერთი ქველმოქმედება, რაშიც მას 3 000 000 000 (სამ მილიარდი) აქვს დახარჯული... ქართველი ხალხის წინაშე ივანიშვილის მთავარი დამსახურება არის ის, რაც მან 2012 წლის 1 ოქტომბერს გააკეთა - საქართველოს გათავისუფლება სისხლიანი, ჯალათური, მკვლელი, მწამებელი, ანტიქართული და ანტიადამიანური რეჟიმისაგან.

კი, სწორედ ეს არის ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი და უპირველესი დამსახურება საქართველოს წინაშე და მისი უმთავრესი დანაშაული საქართველოს გარეული და შინაური მტრების წინაშე, რომლებიც ბოლომდე და ყველანაირად ეცდებიან, ივანიშვილს ეს დანაშაული არ აპატიონ.

სწორედ აქედან გამომდინარეობს ყველაფერი დანარჩენი, ახლა აგორებული სესხების განულების თემის ჩათვლით“, - წერს ხუბუა X -ზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787892956

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  „დღეს თბილისის დროით 03:05-ზე ქალაქი ნინოწმინდადან აღმოსავლ...

აა

1787863859

მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს

პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, პაველ ზალევსკის ეს განცხადება იმ ფონზე გაჟღერდა, როდესაც ნატოს ალიანსზე რუსეთის შეს...

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

1787862808

საზოგადოება

შიო მესამე მარიამობის დღესასწაულზე წირვას თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს

„ამა წლის 28 აგვისტოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთ...

 სიონის საპატრიარქო ტაძარი

1787861425

საზოგადოება

28 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს, 28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს - მარიამობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. მარიამობის დღესასწაულს წინ მარიამობის მარხვა...

მარიამობა

1787859591

მსოფლიო

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან კარგი საუბრები ჰქონდა და იგი ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე თავდასხმას არ აპირებს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, და...

დონალდ ტრამპი