ლევან მაჭავარიანი ევროკომისიის გეგმაზე, რომელიც „ენჯეოებისა“ და მედიისთვის დაფინანსების გაზრდას ითვალისწინებს: იძულებულები გახდნენ, ის დაკლებული დაფინანსება, რაც აშშ-დან იგრძნეს, თვითონ შეავსონ

„იძულებულები გახდნენ, ის დაკლებული დაფინანსება, რაც აშშ-დან იგრძნეს, თვითონ შეავსონ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა
ევროკომისიის გეგმაზე, რომელიც „ენჯეოებისა“ და მედიისთვის 600%-ით დაფინანსების გაზრდას ითვალისწინებს.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ევროკავშირი ხალხის ფულს იყენებს იმისთვის, რომ „ენჯეოების“ საშუალებით რიგ ქვეყნებში პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნას.

„ევროკავშირის ეს გადაწყვეტილებაც ცალსახად იმაზე მიუთითებს, რომ ის დაკლებული დაფინანსება, რაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან იგრძნეს, იგივე USAID-ის, NED-ის მეშვეობით რაც ფინანსდებოდა, ახლა ისინი იძულებულები გახდნენ, რომ თვითონ შეავსონ ეს დაფინანსება. მაგრამ აქ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ისინი თავიანთი ხალხის ფულს იყენებენ ისეთი „ენჯეოების“ დასაფინანსებლად, რომლებიც პოლიტიკურ დღის წესრიგს ატარებენ და რამდენიმე თვის წინ ძალიან სერიოზული სკანდალები იყო ამასთან დაკავშირებით ევროკავშირში. ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ათობით მილიარდი დოლარით ფინანსდებოდნენ და კლიმატის ცვლილების მიმართულებით უნდა ემუშავათ, აღმოჩნდა საბოლოო ჯამში, რომ მთელი ეს ფული წასული იყო პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად, პოლიტიკური აქტივიზმისთვის, ლობიზმისთვის“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768224963

ახალი ამბები

პაატა სალია: როგორც მოგეხსენებათ, ბატონმა ღარიბაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, შესაბამისად, ეს იყო ერთ-ერთი წინაპირობა იმისთვის, რომ მასთან საპროცესო გარიგება გაფორმებულიყო

„როგორც მოგეხსენებათ, ბატონმა ღარიბაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან. შესაბამისად, ეს იყო ერთ-ერთი წინაპირობა იმისთვის, რომ მასთან საპროცესო გარიგება გაფორმებულიყო“, - განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციი...

პაატა სალია

1768223316

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6967 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6971 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი

1768221814

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში ორ არასრულწლოვანს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს ოზურგეთში მომხდარ ინციდენტზე, რომელიც ორ არასრულწლოვანს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ეხება. უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:...

შსს

1768221296

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ბრიუსელმა ან საკუთარი მცდარი პოლიტიკა უნდა შეცვალოს, ან სერიოზულად დაფიქრდეს იმ ბიუროკრატების შეცვლაზე, კაია კალასის ხელმძღვანელობით, რომლებიც მცდარ პოლიტიკას ქმნიან

ბრიუსელმა ან საკუთარი მცდარი პოლიტიკა უნდა შეცვალოს, ან სერიოზულად დაფიქრდეს იმ ბიუროკრატების შეცვლაზე, კაია კალასის ხელმძღვანელობით, რომლებიც მცდარ პოლიტიკას ქმნიან, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტ...

ლევან მახაშვილი

1768219388

ახალი ამბები

შსს: ოზურგეთში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ორ არასრულწლოვანს შორის, წინა დღეს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ერთ-ერთის ბიძას, სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელს, თავის არეში მიყენებული აქვს ნახეთქი დაზიანება

„ოზურგეთში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ორ არასრულწლოვანს შორის, წინა დღეს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ერთ-ერთის ბიძას, სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელს, თავის არეში მიყენებული აქვს ნახე...

შსსს