მაჭავარიანი: ძალიან სამწუხაროა დიპლომატიური კორპუსის მხრიდან ასეთი მიდგომა - როდესაც უნდათ, რაღაცაში ერევიან, როდესაც არ აწყობთ, რომ ეს ხმამაღლა გააჟღერონ, მაშინ ამბობენ, რომ ჩვენ არაფერში არ ვერევითო

„ძალიან სამწუხაროა დიპლომატიური კორპუსის მხრიდან ასეთი მიდგომა, რომ როდესაც უნდათ, რაღაცაში ერევიან, როდესაც არ აწყობთ, რომ ეს ხმამაღლა გააჟღერონ, მაშინ ამბობენ, რომ ჩვენ არაფერში არ ვერევითო“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა რომელმაც აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებებზე და ზოგადად, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ვერ ჩაერევა.
მაჭავარიანი დიპლომატების მხრიდან ორმაგ სტანდარტზე საუბრობს.
„ძალიან სამწუხაროა დიპლომატიური კორპუსის მხრიდან ასეთი მიდგომა, რომ როდესაც უნდათ, რაღაცაში ერევიან, როდესაც არ აწყობთ, რომ ეს ხმამაღლა გააჟღერონ, მაშინ ამბობენ, რომ ჩვენ არაფერში არ ვერევითო. უამრავი მაგალითია, შეგვიძლია გავიხსენოთ 27-ვე ქვეყნის ელჩმა რომ მოგვიწყო დემარში იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს სააკაშვილს ჩვენ ვკლავდით და ვაწამებდით.
ქალბატონი კელი დეგნანი შეგვიძლია გავიხსენოთ, როდესაც მოსამართლე დაიბარა და ანგარიშის ჩაბარება მოსთხოვა ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით. იგივე ბატონი ჰერჩინსკი, რომელიც ძალიან უხეშად ერეოდა წინასაარჩევნო პერიოდში და ფაქტობრივად, ირიბად, მოუწოდა ოპოზიციის მხარდამჭერებს, რომ ხმა არ მიეცათ „ქართული ოცნებისთვის“.
ის დუმილი, როდესაც ისინი ხმას არ იღებენ იმასთან დაკავშირებით, როდესაც ევროკავშირიდან დაფინანსებული ენჯეოორგანიზაციები აქ ეწევიან კლასიკურ ფსევდოლიბერალურ ფაშიზმს და ფსიქოლოგიურად ძალადობენ მოქალაქეებსა თუ პოლიტიკოსებზე, ამას არ გმობენ, ისინი ჩვეულებრივად ხვდებიან ამ ყველაფერს და ამითაც, რა თქმა უნდა, ირიბადაც და პირდაპირაც ახალისებენ, რომ შემდგომ განვითარდეს იგივე ტიპის ძალადობა საქართველოში“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.
1746813203
საზოგადოებავლადიმერ ბოჟაძე: სახელმწიფო და კონკრეტული თანამდებობის პირები ერთადერთი რამის გამო ვისჯებით - ვიცავთ მხოლოდ ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს
ჩვენ სასიცოცხლოდ ვართ დაინტერესებული, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მალე დასრულდეს. ჩვენი მოქალაქეები თავად დარწმუნდებიან, რომ როგორც კი ეს ომი დასრულდება, როგორ შეიცვლება დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ...
1746811099
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: არ გავხდით პროქსი ომის მონაწილე სახელმწიფო და ამას არასდროს გავაკეთებთ - „ქართული ოცნების“ პირობებში ვერავინ გამოიყენებს საქართველოს მარიონეტ ქვეყნად
არ გავხდით პროქსი ომის მონაწილე სახელმწიფო და ამას არასდროს გავაკეთებთ - „ქართული ოცნების“ პირობებში ვერავინ გამოიყენებს საქართველოს მარიონეტ ქვეყნად, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრა...
1746808898
მსოფლიოსიარტო: უნგრეთმა ორი უკრაინული დიპლომატი ჯაშუშობის ბრალდებით, ქვეყნიდან გააძევა
„უნგრეთმა ორი უკრაინული დიპლომატი ჯაშუშობის ბრალდებით, ქვეყნიდან გააძევა“, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიარტომ განაცხადა. როგორც სიარტომ აღნიშნა, ორი „ჯაშუში“, რომლებიც, სა...
1746806350
საზოგადოებაირმა ხახუტაიშვილი: „ნიკორაში“ შევედი, 20 ახალგაზრდაა ჩემს წინ, ხელში აქვთ ევროპული ქვეყნების დროშები, უცებ სმ-ს მოდის ერთ-ერთის ტელეფონზე, მეორე ეუბნება, ხომ გითხარი შენც ჩაგერიცხებათქო, რამდენიაო - 200-იო პასუხობს - მოკლედ, რა ფულს ხარჯავს ევროპა
„ფეისბუკ“ მომხმარებელი ირმა ხახუტაიშვილი ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი ამბის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. როგორც ხახუტაიშვილი აღნიშნავს, სუპერმარკეტში სალაროსთან დგომისას, „სმს ხმა მოდის ჩემს წინ მდ...
1746806038
საზოგადოებაგიორგი კახიანი: გარკვეული ძალები ცდილობენ, რომ ხელისუფლებაში იყოს არა ის ძალა, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დაიცავს, არამედ ძალა, რომელიც ქვეყნის გარედან მიღებულ დავალებებს შეასრულებს
გარკვეული ძალები ცდილობენ, რომ ხელისუფლებაში იყოს არა ის ძალა, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დაიცავს, არამედ ძალა, რომელიც ქვეყნის გარედან მიღებულ დავალებებს შეასრულებს, - განაცხადა დღის ქრონიკაშ...