მარიამ ქვრივიშვილმა „თურქეთის ავიახაზების“ ხელმძღვანელთან ავიაკომპანიის სიხშირეებისა და მიმართულებების გაზრდის შესაძლებლობა განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ავიაკომპანიის „თურქეთის ავიახაზების“ დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს აჰმეტ ბოლატს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოში „თურქეთის ავიახაზებისა“ და მისი შვილობილი კომპანიის AJet-ის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე. მხარეებმა განიხილეს ერთობლივი მარკეტინგული კამპანიების ჩატარების შესაძლებლობა საქართველოს, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულების ცნობადობის გაზრდისა და შედეგად, არსებული ფრენებით მეტი მსყიდველუნარიანი ტურისტის ჩამოყვანის შესახებ.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა არსებული ფრენების სიხშირეთა დამატების მნიშვნელობას, რაც მეტ სტიმულს მისცემს როგორც უშუალოდ ქვეყნის ტურიზმის ეკონომიკას, ისე გაზრდის ტურიზმიდან შემოსავლებს.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის ახალი მიმართულების დამატების შესაძლებლობა. აღინიშნა, რომ ამ მხრივ, მოლაპარაკება უახლოეს მომავალში გაგრძელდება.
მარიამ ქვრივიშვილმა დეტალურად ისაუბრა ქვეყნის ავიაციაში არსებულ ტენდენციაზე. მისი თქმით, ამჟამად საქართველოს აეროპორტებიდან 70-ზე მეტი ავიაკომპანია 110-ზე მეტი მიმართულებით ოპერირებს და რეკორდულია როგორც მგზავრთნაკადი, ისე სიხშირეები და მიმართულებები ქვეყნის აეროპორტებიდან.
მინისტრის თქმით, სწორედ ამ ზრდადი დინამიკის გათვალისწინებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დამატებითი ინვესტიცია ჩაედო ქვეყნის საავიაციო ინფრასტრუქტურაში - ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტი დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეძლებს, თბილისს კი სრულიად ახალი, თანამედროვე აეროპორტი ექნება, რომელიც გათვლილი იქნება 20 მლნ მგზავრზე.
„ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს ჰქონდეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტურ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო თუ სატვირთო ტერმინალებით და უპასუხებს იმ საავიაციო ტენდენციებს და მგზავრთა მოთხოვნებს, რაც იქნება მომდევნო ათწლეულების განმავლობაში“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ავიკომპანია „თურქეთის ავიახაზები“ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გადამზიდი ავიაკომპანიაა, რომელიც პირდაპირ ფრენებს მსოფლიოს 130-მდე ქვეყნაში ახორციელებს. დღესდღეობით ავიაკომპანია შემდეგი სიხშირით დაფრინავს: სტამბული-თბილისი-სტამბული - 35 სიხშირე კვირაში; სტამბული-ბათუმი-სტამბული - 14 სიხშირე კვირაში. ავიაკომპანია გადაყვანილი მგზავრების მაჩვენებლით საქართველოს ავიაბაზარზე ლიდერი კომპანიაა წლების განმავლობაში.
შეხვედრა თურქეთში მარიამ ქვრივიშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
1752905950
ახალი ამბებიმარიამ ლაშხმა სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემ...
1752904808
მსოფლიოევროკავშირმა თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა
ევროკავშირმა თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შეამსუბუქა. როგორც თურქეთში ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაშია ნათქვამი, 15 ივლისიდან თურქეთის მოქალაქეებს შენგენის ზონაში სამოგზაუროდ ვიზის მიღ...
1752870617
მსოფლიოევროკავშირის ექვსი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრები თავშესაფრის მინიჭების წესების გამკაცრების ზომებზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის ექვსი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრები თავშესაფრის მინიჭების წესების გამკაცრების ზომებზე შეთანხმდნენ. გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, ავსტრიის, ჩეხეთისა და დანიის შინაგან საქმეთა მინ...
1752869396
საზოგადოება19 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი
თელასი ცნობით, ქსელში გადართვების გამო, 19 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: ქუჩების ჩამონათვალი: საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ა...
1752868458
საზოგადოებაგივი მიქანაძე: ჩვენი მთავრობისთვის ძალიან აქტუალურია განათლებული და კვალიფიციური ახალგაზრდების არმიის შექმნა - ყველანაირად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ თქვენი განათლებისა და განვითარების პროცესს
ჩვენი მთავრობისთვის ძალიან აქტუალურია განათლებული და კვალიფიციური ახალგაზრდების არმიის შექმნა - ყველანაირად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ თქვენი განათლებისა და განვითარების პროცესს, - განაცხადა განათლების მ...