მეუფე იაკობი: რომელიმეს ჩვენზე ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა? ჩვენზე ვაჟკაცები არიან? რუსს რომ იძახიან და უარესად ექცევი, ასე შეიძლება?

„რომელიმეს ჩვენზე ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა? ჩვენზე ვაჟკაცები არიან? რუსს რომ იძახიან და უარესად ექცევი, ასე შეიძლება? იმან 20% მოახდინა, შენ რომ გონების ოკუპაციას უკეთებ ხალხს, შეიძლება?“ - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე იაკობი მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და გარე ჩარევებზე ისაუბრა.
„განა ნორმალურად ვიქცევით ქართველები, ჩვენ ხომ ღვთის ერი ვართ, ღვთის მადიდებელი ერი ვართ და შეიძლება ერთმანეთში ძალიან კარგი ურთიერთობები არ გვქონდეს? და გარეთ ვეძებდეთ ხალხს, რომ ჩვენი გამართლება ვიპოვოთ? ჩვენ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს, ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. რომელიმეს ჩვენზე ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა? ჩვენზე ვაჟკაცები არიან? სულ ვიბრძვით, ჩვენი ისტორია სულ ბრძოლაა. სულ გვიპრყობდნენ, მაგრამ მონები არასდროს არ ვყოფილვართ.
დღეს ვისაც დასავლეთისკენ ვითომ მიმართული აქვს, თავისუფლები არიან ჩვენსავით? განა ჩვენ მოგვწონს ყველაფერი თუნდაც აქ? პირველ რიგში დაპირისპირება არ მოგვწონს, არც ის არ მოგვწონს, რომ ამ უაზრო დაპირისპირებით ვიღაცები დასაჭერები ხდებიან. რუსს რომ იძახიან და რუსზე უარესად რომ ექცევი, ასე შეიძლება? იმან 20% ოკუპაცია მოახდინა, შენ რომ გონების ოკუპაციას უკეთებ ხალხს, შეიძლება?“ - აღნიშნა მეუფე იაკობმა.
1746551174
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: თავმჯდომარე გაუძღვება „ქართულ ოცნებას“ იგივე კურსით, რა კურსითაც ჩვენ მივდივართ. ჩვენი მთავარი საყრდენი არის ის, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს იდენტობას
„ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარე არსებულ კურსს გაუძღვება, რომლის მთავარი საყრდენი არის იდენტობის შენარჩუნება და ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქარ...
1746551113
საზოგადოებაირაკლი ზარქუა „MEGOBARI აქტზე“ - მავნებლური აქტი დავარქვათ, მას საერთო არაფერი აქვს მეგობრობასთან და საქართველოს ინტერესებთან - უილსონის ინიციირებული სიგიჟეა
„მავნებლური აქტი დავარქვათ, იმიტომ რომ მას საერთო არაფერი აქვს მეგობრობასთან და ქართულ სახელმწიფოსთან, საქართველოს ინტერესებთან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი ზარქუა...
1746548313
საზოგადოებაგიორგი გვიმრაძე: ის რაც სამეფო უბნის თეატრმა დადგა, მაგასაც ხელოვნებას უწოდებთ? ეგეც კულტურაა? ისე თუ მებრძოლი ათეისტები ხართ, გეყოთ სიმამაცე და რელიგიურ სიმბოლიკას ამოფარებული ნუ პოზიციონირებთ
ჟურნალისტი გიორგი გვიმრაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება დათა თავაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლის „ლიბერტეს“ ჩანაწერის ნაწყვეტს, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. გვიმრაძე სვავს კითხვას, ის რ...
1746546784
საზოგადოებამთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1000 ლარს მიიღებენ
მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით - 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახ...
1746543992
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: საზოგადოების დაკვეთაა, რომ ვეღარ იქნება ისეთი ხელისუფლება, რომელიც რომელიმე ქვეყნის გავლენის ქვეშ მოექცევა. კეთილი ინებოს თითოეულმა ჩვენმა პარტნიორად წოდებულმა, რომ ღირსეულ საფუძვლებზე იყოს მზად თანამშრომლობისთვის
კიდევ ერთხელ ვამბობ, ნამდვილად არ მინდა გავაიგივო ამერიკელ ხალხთან და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასთან ეს ჯგუფი, რომელიც დღეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი დანაყოფების ლობისტად გვევლინება საქართველ...