მთავრობა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს - „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს

მიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება - ამ მიზნით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში, ცვლილებები შედის, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს.

ცვლილებები ეხება სასწავლო ბინადრობის მიღებას, ასევე, საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების შემდგომ მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხს. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსში შედის ახალი მუხლი, რომლითაც დასჯადი ხდება ფიქტიური ქორწინება. გარდა ამისა, ცვლილებებით, გარკვეულ შემთხვევებში, უცხოელ მსჯავრდებულს სასჯელის დარჩენილი ნაწილი შეიძლება უფრო მსუბუქი სასჯელით შეეცვალოს, რაც საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას ითვალისწინებს.

„გავამკაცრეთ კანონები, რათა ხელი შეგვეწყო შსს-სთვის, რომ უფრო მოქნილად იმუშაონ ამ მიმართულებით. ეს პრობლემა დღეს საქართველოს წინაშე არ დგას, თუმცა ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვალდებულები ვართ, რომ გადავაზღვიოთ ყველანაირი პოტენციური რისკი“, - აცხადებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782200746

ახალი ამბები

გიორგი კალატოზის შეფასებით - ცნობილ ვიდეოში, როდესაც დავით ერაძე და მაგდა კლდიაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავენ და ამცირებენ - „რაღაცები მართალი იყო“

კომენტატორმა გიორგი კალატოზმა, გადაცემაში „ორშაბათობა“ ისაუბრა ცნობილ ვიდეოზე, რომელშიც დავით ერაძე და მაგდა კლდიაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავენ და ამცირებენ. კალატოზის შეფასებით, იმ ვიდეოში „რაღა...

გიორგი კალატოზი

1782200408

საზოგადოება

პრემიერი: საქართველო თანმიმდევრულად ახორციელებს საჯარო მმართველობის რეფორმას, რომლის მიზანია უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და მოქალაქეზე ორიენტირებული სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება

ძლიერი ინსტიტუტები, ეფექტიანი მმართველობა და ხარისხიანი საჯარო სერვისები ქვეყნის მდგრადი განვითარების აუცილებელი პირობაა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საჯარო სერვისების გ...

ირაკლი კობახიძე

1782200322

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიდგომაა, რომ თითოეული საჯარო რესურსი მაქსიმალურ სარგებელს უნდა ქმნიდეს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომ განვითარებას

ჩვენი მიდგომაა, რომ თითოეული საჯარო რესურსი მაქსიმალურ სარგებელს უნდა ქმნიდეს მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომ განვითარებას, როგორ...

ირაკლი კობახიძე

1782200246

მსოფლიო

Reuters: ბელგიამ „თალიბანის“ დელეგაციას ევროკავშირში შეხვედრებზე დასასწრებად ვიზები მისცა

ბელგიამ „თალიბანის“ დელეგაციას ვიზები მისცა, რათა ის მიგრაციის საკითხებზე ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს დაესწროს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ეს არის პ...

ბელგიამ „თალიბანი

1782200209

ახალი ამბები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალური საჭიროების მქონე გამოსაცდელებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა იმ გამოსაცდელთა სია, რომლებისთვისაც 2026 წლის გამოცდების მიმდინარეობისას სპეციალური პირობები იქნება შექმნილი. გამოსაცდელებს შეუძლიათ საგამოცდო ბა...

ზოგადი