"მყისიერად გავწყვიტეთ თანამშრომლობა ბიკო ბირბიჩაძესთან" - ძალადობაში ბრალდებული თანამშრომელი "მზესუმზირამ" სამსახურიდან დაითხოვა
კომუნა “მზესუმზირა” განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ძალადობაში ბრალდებული თანამშრომელი "მზესუმზირამ" სამსახურიდან დაითხოვა:
"ვეხმაურებით ორშაბათს ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში გასულ უმძიმეს ინტერვიუს, სადაც სტუმარმა საჯაროდ დასდო ბრალი მამაკაცს, მის მიმართ განხორციელებულ სასტიკ ქმედებებში.
პირველ რიგში, გვინდა გამოვხატოთ თანაგრძნობა და მხარდაჭერა მსხვერპლის მიმართ, რომელმაც დიდი გამბედაობა გამოიჩინა ამბის გასაჯაროებით.
სამწუხაროდ, ადამიანი რომელიც ქალმა დაასახელა, ბიკო ბირბიჩაძეა და ბოლო წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ჩვენთან, პრომოუტერის პოზიციაზე.
სატელევიზიო სიუჟეტის გასვლის შემდეგ, ჩვენ მყისიერად გავწყვიტეთ თანამშრომლობა აღნიშნულ პირთან.
ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში, ჩვენ, ამ ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ვცდილობთ შევქმნათ გარემო, სადაც უსაფრთხოების და თანასწორობის განცდა ექნება თითოეულ სტუმარს, ვალდებულები ვართ ყველაფერი გავაკეთოთ შესაბამისი გარემოს შესაქმნელად.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩვენს სივრცეში ახდენს სოციალიზაციას, ჰქონდეს გარანტირებული განცდა იმისა, რომ მისი უსაფრთხოება ამ ადგილას არ დაირღვევა.
სწორედ, ამიტომ მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ.
კომუნა „მზესუმზირა“ სოლიდარობას უცხადებს ყველა მსხვერპლს და მიიჩნევს, რომ მხოლოდ სოლიდარობით, თანაგრძნობით და ერთად დგომითაა შესაძლებელი მომავალში ამ თუ სხვა სახის ძალადობის გამორიცხვა", - აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
* გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ყოველწლიური სესია დღეს, ჟენევაში გაიხსნება
1775328851
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: დღეს ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჰიდრომააკუმულირებელი, მარეგულირებელი ჰესები ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ეს პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური
„მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განვითარების პროცესი არის საკმაოდ კომპლექსური და მასში ჩართულია ბევრი მხარე. გზშ-ს პროცედურა სრულად იმართება გარემოს დაცვის სააგენტოს მხრიდან და დარწმუნებული ვარ,...
1775326242
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: იყო შემთხვევები, როდესაც გამოჰყავდათ მოქალაქეები კონკრეტული კომერციული ინტერესებით, შანტაჟის მიზნით და მერე თვითონვე აწყნარებდნენ
იყო შემთხვევები, როდესაც გამოჰყავდათ მოქალაქეები კონკრეტული კომერციული ინტერესებით, შანტაჟის მიზნით და მერე თავადვე აწყნარებდნენ მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახი...
1775325012
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო - კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული
დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო - კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული, - ამის შესახებ საქა...
1775324523
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: სახელმწიფოს ინტერესი არის სტაბილურობა, უფრო მეტად უნდა წავახალისოთ წყლის რესურსების გამოყენება, რომ საქართველო გახდეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით თვითკმარი ქვეყანა
ყველაზე მეტ სტაბილურობას სისტემისთვის უზრუნველყოფს ჰიდროელექტროსადგურები, ყველაზე ნაკლებად სტაბილურია მზის ენერგია და შუაშია ქარი ენერგია. აქედან გამომდინარე, ბალანსის დაცვა და ჰიდრორესურსებისთვის პრი...
1775324036
საზოგადოებაპრემიერი: გამჭვირვალობა და სიღრმისეული კვლევა იქნება უზრუნველყოფილი თითოეული პროექტის შემთხვევაში, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება პროექტებს ელექტროენერგეტიკის მიმართულებით
უდავოა, რომ ყველა პროექტი უნდა განხორციელდეს სიღრმისეული კვლევის და ფართო ჩართულობის საფუძველზე, ეს არის მარტივი სტანდარტი, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება პროექტებს ელექტროენერგეტიკის მიმართულებით და...


























