„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ნანა ქადაგიშვილი: ჩემი მეუღლე დაჭერილი იყო, სააკაშვილის ძმის იურისტმა და მეგობარმა ლევან პატეიშვილმა მითხრა, ადეიშვილმა და სააკაშვილმა შემოგითვალეს, 20 მილიონ დოლარს თუ გადაიხდი, საქმეს დავხურავთო

„ჩემი მეუღლე, დაახლოებით, ერთი კვირის დაჭერილია, ლევან პატეიშვილმა მითხრა, ადეიშვილმა და სააკაშვილმა შემოგითვალეს, 20 მილიონ დოლარს თუ გადაიხდი, მაშინ დავხურავთ ამ საქმეს და ყველანი ჩვენ-ჩვენი გზით წავალთო“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ნანა ქადაგიშვილმა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ლევან პატეიშვილმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ძმის, დავით სააკაშვილის მეგობარი და იურისტი იყო, ქადაგიშვილს მეორედაც დაურეკა და განუცხადა, რომ ზურაბ ადეიშვილი მასზე გაბრაზებული იყო, მაგრამ 10 მილიონის გადახდის შემთხვევაში, მისი მეუღლის საქმეს შეწყვეტდა. „ეს შემომითვალეს ლევან პატეიშვილის პირით, რომელიც იყო სააკაშვილის ძმის იურისტიც და მეგობარიც. ჩემგან უარი მიიღეს და ვუთხარი, რომ არ ვიცი როგორ მოახერხეთ, მაგრამ თქვენ ყველა ანგარიში, სადაც კი რამე ქონება და თანხა გვქონდა, ბარათებიც კი, რაც სახლში გვქონდა, ისინიც კი ამოიღეს. ასე რომ, ელემენტარული ფულითაც არ დავრჩენილვართ სახლში.

როდესაც ადამიანს ბანკი გაქვს, ფულს სახლში რატომ დადებ, თუ გაქვს?! მეორე ჯერზე, მირეკავს [პატეიშვილი] და მეუბნება ცინიკურად, რომ ადეიშვილი, საერთოდ, გაბრაზებულია თქვენზე და შემოგითვალა, რომ 10 მილიონი დოლარი მოიტანე და ამ საქმეს შევწყვეტო“, - განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1747227017

სპორტი

პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური მსოფლიოს ჩემპიონია

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში პარაძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. პარაძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა (- 95 კგ. კატეგორია J2) ფინალში უზბეკი დავურხონ კარომატოვი დაამარცხა, ოქროს მედალი მოიპოვა და...

ზვიად გოგოჭური

1747225015

მსოფლიო

„მოდით, შევხვდეთ, ვისაუბროთ“ - რომის პაპმა ლეო XIV-მ მსოფლიოს ქვეყნებს, რომლებიც ომში არიან, თავისი შუამავლობა შესთავაზა

რომის პაპმა ლეო XIV-მ თავისი შუამავლობა შესთავაზა მსოფლიოს ქვეყნებს, რომლებიც ომში არიან. ამის შესახებ პაპმა 14 მაისს 23 აღმოსავლეთ ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გან...

რომის პაპი

1747222737

ახალი ამბები

პროკურატურამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის ერთს ასევე საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე, ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას...

გენ პროკურატურა

1747222726

ახალი ამბები

„ყველანაირი წითელი ხაზი გადალახეს, ყველანაირი სიბინძურე იკადრეს და ჩვენგან ელოდებიან პასუხს?! ჩემი აზრით, პასუხი უნდა იყოს სარკისებური, ხისტი და მიზანმიმართული!“ - ზურაბ ქადაგიძე ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებაზე

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ევროკავშირის წარმომადგენლის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ან ოპერატიულად ავლაგმავთ ამ ნაძირალობასა და თავხედობას, ან ა...

ზურაბ ქადაგიძე

1747220504

ახალი ამბები

პარლამენტმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. „გარემოს დაცვისა და სოფლ...

პარლამენტმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა