„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ზაზა გვიმრაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: სასულიერო პირებს პირდაპირ ეუბნებოდნენ, ჩვენი ნება რომ იყოს, თქვენც დაგიჭერთ, მაგრამ, ჯერ თქვენი დაჭერის უფლება არ გვაქვსო

„აწ გარდაცვლილ მამა საბას ვეუბნები, ნახე მამაო, ორი ავტობუსი მოდის, ალბათ ტურისტები მოდიან მონასტრის კომპლექსის მოსანახულებლად-მეთქი. უცებ გადმოხტნენ ნიღბიანები, დაწექით, თქვენი დედა, თქვე სამშობლოს მოღალატეებოო. შევხედე, ვინ არის ბიჭო, სამშობლოს მოღალატე-მეთქი და ამ დროს მომხვდა ავტომატის ტარი. „ა-კა-ეს“-ებით იყვნენ შეიარაღებული, რომელსაც რკინის ტარი აქვს და დამაგდეს“, - ამის შესახებ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ზაზა გვიმრაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის საქმე განიხილება.
როგორც გვიმრაძემ აღნიშნა, სასულიერო პირებს სპეცრაზმელები პირდაპირ უცხადებდნენ, რომ მათი ნება რომ ყოფილიყო, ბერებსაც დაიჭერდნენ.
მისივე თქმით, დაკავებულები გაურკვევლობაში იყვნენ, ვინაიდან, ისეთი რამ, რაც მათ დაკავებას განაპირობებდა, არ ჩაუდენიათ.
„მამებმა დაუწყეს [სპეცრაზმელებს], რას შვრებით, ეს როგორ შეიძლება, ამ ხალხთან რა გინდათ, არაფერი დაუშავებიათ - მამაოებს პირდაპირ ეუბნებოდნენ, ჩვენი ნება რომ იყოს, თქვენც დაგიჭერთ, მაგრამ, ჯერ თქვენი დაჭერის უფლება არ გვაქვსო. დაგვყარეს, ტელეფონები ამოგვიღეს, უკვე დამჯდარიც იყო. ყინწვისის მონასტერში დაგვიჭირეს, დაგვყარეს, გვცემეს, წიხლებს გვირტყამდნენ სამხედრო ჩექმით. შემდეგ ჩაგვსვეს მანქანაში, ჯარში ნამყოფი კაცი ვარ და ვუყურებ, რომ იარაღის სამხედრო ყუთები დევს ამ მანქანაში. ესე იგი უნდოდათ, რომ დავეხოცეთ, ეს იარაღი დაეწყოთ და კარგ კინოს გადაიღებდნენ, რომ აჯანყებას ვაწყობდით. სპეცრაზმელებს ვეკითხებოდი რაზე გვიჭერთ-მეთქი და ერთი ძალიან ცუდი კაცი იყო, ისე დამარტყა, საშინელი ტკივილი ვიგრძენი. გზაში, იმდენ ხანს მოვუნდით ქარელის პოლიციამდე ჩაყვანას, იმიტომ რომ ტელეფონზე საუბრობდნენ, ვიღაცებს რაღაცებს ეკითხებოდნენ. ჩვენ გაურკვევლობაში ვიყავით. რაღაც ხომ უნდა ჩაგედინა, რომ ასეთი რაღაც დაგემართოს და დაეჭირე. სამშობლოს მოღალატეს გიწოდებენ - ეს მოქმედებს ჩემზე, იმიტომ, რომ ვიცი რაც არის სამშობლოს ღალატი. რასაც ესენი აკეთებენ, ეს არის სამშობლოს ღალატი. რაც 2008 წელს გააკეთეს, ეს სამშობლოს ღალატია. რაც პარლამენტმა გააკეთა, კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი დაარქვა და ახალი ავტონომიური ოლქი გააკეთეს ცხინვალში, ეს არის სამშობლოს ღალატი,“ - განაცხადა ზაზა გვიმრაძემ.
1749467479
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი ბოკუჩავას განცხადებაზე: ვფიქრობ, უნიჭო სპექტაკლია - რასაკვირველია, კოტე იოსელიანი უნდა გამოიკითხოს
რასაკვირველია, კოტიკოს [იოსელიანი] უნდა დაუძახონ, გამოიკითხოს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატი გამოეხმაურა თინა ბოკუჩავასა განცხადებას, რომ მისი მეუღლე...
1749465786
საზოგადოებაკოტე იოსელიანი გამოკითხვაზე დაიბარეს
კოტე იოსელიანი გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაცია „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ირწმუნება, რომ მისი მეუღლე მოიტაცეს. მისი თქმი...
1749465713
საზოგადოებაირაკლი ზარქუა: მორალს გვიკითხავდნენ, მათ შორის, ლატვიელი ევროპარლამენტარები და ახლა რა ხდება დებო და ძმებო თქვენთან? ადგილობრივ არჩევნებში გაჭედა საარჩევნო მექანიზმმა?
ლატვიის ხელისუფლების ორმაგი სტანდარტი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა. ირაკლი ზარქუას თქმით, ლატვიელი ევროპარლამენტარები მორალს...
1749465021
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი ევროკომისიასთან დაკავშირებით გერმანული გამოცემის ინფორმაციაზე: არ არსებობს დაფარული, რომ არ გამჟღავნდეს, ასე ხდება „ენჯეოების„ დაფინანსება ჩუმად, სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებში ჩარევასთან დაკავშირებით
„არ არსებობს დაფარული, რომ არ გამჟღავნდეს“. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს ზუსტად ამ სწორ გამოთქმაზე, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა. დეპუტატი გამოეხმა...
1749461093
საზოგადოება„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ზაზა გვიმრაძე: მანქანაში რომ ჩაგვსვეს, ვუყურებ სამხედრო ყუთები დევს იარაღის. უნდოდათ, რომ ჩვენ დავეხოცეთ, ეს იარაღი დაეწყოთ და კაი კინოს გადაიღებდნენ აი აჯანყებას აწყობდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგო
„მანქანაში რომ ჩაგვსვეს, ვუყურებ სამხედრო ყუთები დევს იარაღის, ჯარში ნამყოფი კაცი ვარ, ვიცი სამხედრო ყუთები როგორია იარაღის დევს მანქანაში. უნდოდათ, რომ ჩვენ დავეხოცეთ, ეს იარაღი დაეწყოთ და კაი კინოს...