ნიკოლოზ გოგუაძე: თბილისის მთავარ სამმართველოში თითები დაგვამტვრიეს, დამოუკიდებლად ფეხზე ვეღარ ვიდექი. არავის ეგონა, რომ გადავრჩებოდი ისეთ დღეში ვიყავი. ციხესაც არ უნდოდა ჩემი მიღება, აქ მოგვიკვდებაო

„თბილისის მთავარ სამმართველოში თითები დაგვამტვრიეს, მე მაგალითად ფრჩხილები დამატეხეს ხელზე სკრეპის ამოსაღებით“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებულმა ნიკოლოზ გოგუაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

ნიკოლოზ გოგუაძე იხსენებს სამმართველოში ყოფნის პერიოდს და ამბობს, რომ ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ დროებითი დაკავების იზოლატორის უფროსმა და შემდეგ ციხემაც მის მიღებაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ „აქ მოგვიკვდებაო“.

„თითები მქონდა დამტვრეული. საერთოდ მთავარი სამმართველოს შემდეგ დამოუკიდებლად ფეხზე ვეღარ ვიდექი და იძულებულები იყვნენ, გადამიკიდებდნენ წამიყვანდნენ და წამომიყვანდნენ. მთავარი სამმართველოს „კაპეზემ“, ჩემდა გასაოცრად, უარი განაცხადა ჩემს მიღებაზე. არ მივიღებთო, გაწვა ის კაცი, ვინც იყო მთავარი სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორის უფროსი, რომ მოკვდებაო. ნამდვილად არავის ეგონა, რომ გადავრჩებოდი ისეთ დღეში ვიყავი და სადმე სხვაგან წაიყვანეთო. საბოლოო ჯამში მაინც გამაფორმეს და შემიყვანეს. ზუსტად იგივე პრობლემა ჰქონდა ციხესაც ჩემი მიღების. ციხემაც გააპრობლემა, არ უნდოდათ ჩემი მიღება იმიტომ, რომ აქ მოგვიკვდებაო“, - განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749467479

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი ბოკუჩავას განცხადებაზე: ვფიქრობ, უნიჭო სპექტაკლია - რასაკვირველია, კოტე იოსელიანი უნდა გამოიკითხოს

რასაკვირველია, კოტიკოს [იოსელიანი] უნდა დაუძახონ, გამოიკითხოს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატი გამოეხმაურა თინა ბოკუჩავასა განცხადებას, რომ მისი მეუღლე...

პოლიტიკოსი

1749465786

საზოგადოება

კოტე იოსელიანი გამოკითხვაზე დაიბარეს

კოტე იოსელიანი გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაცია „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ირწმუნება, რომ მისი მეუღლე მოიტაცეს. მისი თქმი...

კოტე იოსელიანი

1749465713

საზოგადოება

ირაკლი ზარქუა: მორალს გვიკითხავდნენ, მათ შორის, ლატვიელი ევროპარლამენტარები და ახლა რა ხდება დებო და ძმებო თქვენთან? ადგილობრივ არჩევნებში გაჭედა საარჩევნო მექანიზმმა?

ლატვიის ხელისუფლების ორმაგი სტანდარტი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა. ირაკლი ზარქუას თქმით, ლატვიელი ევროპარლამენტარები მორალს...

ირაკლი ზარქუა

1749465021

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი ევროკომისიასთან დაკავშირებით გერმანული გამოცემის ინფორმაციაზე: არ არსებობს დაფარული, რომ არ გამჟღავნდეს, ასე ხდება „ენჯეოების„ დაფინანსება ჩუმად, სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებში ჩარევასთან დაკავშირებით

„არ არსებობს დაფარული, რომ არ გამჟღავნდეს“. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს ზუსტად ამ სწორ გამოთქმაზე, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა. დეპუტატი გამოეხმა...

გურამ მაჭარაშვილი

1749461093

საზოგადოება

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ზაზა გვიმრაძე: მანქანაში რომ ჩაგვსვეს, ვუყურებ სამხედრო ყუთები დევს იარაღის. უნდოდათ, რომ ჩვენ დავეხოცეთ, ეს იარაღი დაეწყოთ და კაი კინოს გადაიღებდნენ აი აჯანყებას აწყობდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგო

„მანქანაში რომ ჩაგვსვეს, ვუყურებ სამხედრო ყუთები დევს იარაღის, ჯარში ნამყოფი კაცი ვარ, ვიცი სამხედრო ყუთები როგორია იარაღის დევს მანქანაში. უნდოდათ, რომ ჩვენ დავეხოცეთ, ეს იარაღი დაეწყოთ და კაი კინოს...

 ზაზა გვიმრაძე