„პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც უარყოფენ და მიდიან ღვთის კანონის წინააღმდეგ, ყველანაირად მიუღებელნი არიან, ჩვენი ქვეყანა და ერი ქრისტეს უნდა ემსახურებოდეს“ - შალვა კეკელია
პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც უარყოფენ და ღვთის კანონის წინააღმდეგ მიდიან, მიუღებელნი არიან, – ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ „პირველ არხთან“ განაცხადა.
დეკანოზის თქმით, საქართველოს მთელ ისტორიას რომ გადავხედოთ, მეგობარი ქვეყანა არასდროს გვყოლია, ეს ქვეყანა დედაღვთისმშობელმა და ღვთისმშობლის ერთგულებამ გადაარჩინა.
„აქციებში არანაირად არ ვერევი. მინდა, ყველამ ერთი რაღაც გაიაზროს, ჩვენი ქვეყანა და ერი ქრისტეს უნდა ემსახურებოდეს. ქრისტეს მსახურებაა, რამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა. პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც უარყოფენ და მიდიან ღვთის კანონის წინააღმდეგ, ყველანაირად მიუღებელნი არიან. უმთავრესია, რა დამოკიდებულება აქვს ადამიანს ეკლესიასთან და ღმერთთან. ამ ქვეყანას ვერავინ ვერ უშველის, საქართველოს მთელ ისტორიას რომ გადავხედოთ, მეგობარი ქვეყანა არასდროს გვყოლია, ეს ქვეყანა დედაღვთისმშობელმა და ღვთისმშობლის ერთგულებამ გადაარჩინა. არასდროს, არცერთი ქვეყანა გვერდით არ დაგვდგომია. უნდა გაიგოს ყველამ, ღვთისმშობლის და მისი ერთგულების გარდა ეს ქვეყანა ვერ გადარჩება ვერასოდეს“, – განაცხადა დეკანოზმა, შალვა კეკელიამ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ქრისტიანისთვის ყველანაირი ძალადობა მიუღებელია.
„მიუღებელია ადამიანი, რომელიც უზრდელობს, ყველანაირი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, ეკლესია ყველა მათგანს ემიჯნება. როგორ შეიძლება, ეკლესია რომელიმე ძალადობის მომხრე იყოს, ეს ხომ წარმოუდგენელია“, – აღნიშნა დეკანოზმა.
1732341504
საზოგადოებასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის წამების დღეს აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. საქართველოში გიორგობას ორჯერ, 6 მაისსა და 23 ნოემბერს აღნიშნავენ. ეკლესია წმინდა გიორგის მხედართა, მიწი...
1732307021
ჰოროსკოპი23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, პრაქტიკული მიდგომა გამოიჩინოთ. ნუ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას, რომ რე...
1732305428
სოციალური მედიაგიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე ელენე ეპიტაშვილი, მშობლები გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინა. სასიამოვნო სიახლე სოციალურ ქსელში გავრცელდა. „მივესალმოთ ენი მამარდა...
1732303264
ჰოროსკოპიზოდიაქოს 5 ნიშანი ამ შაბათ-კვირას ძალიან ბედნიერი იქნება
ამ შაბათ-კვირას ზოდიაქოს ხუთი ნიშნის ცხოვრებაში ნამდვილი ზღაპარი მოხდება: ვერძი ამ შაბათ-კვირას ვარსკვლავებმა სასიამოვნო სიურპრიზი მოგიმზადეს. შეიძლება მიიღოთ მოულოდნელი სამუშაო ან შემოქმედებითი შეთა...
1732301729
სოციალური მედია„მამაჩემი იყო ტაქსის მძღოლი, მაგარი კაცი ძალიან... მთავარია ვაჭრული სული არ გქონდეს, არაფერი სირცხვილი არ არის“ - რას იხსენებს მაკა შალიკაშვილი
მსახიობ მაკა შალიკაშვილის ცხოვრებაში უამრავი განცდა, სიხარული და ტკივილი იყო, ისეთი რთული პერიოდები, როცა არ ეღიმებოდა, თუმცა, ყოველთვის გულწრფელად უღიმოდა მათ, ვინც მის მიმართ სითბოს გამოხატავდა. როგ...