პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ ყოფნისას, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 6,7874 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „მდმა“-ს და 0,0968 გრ. „კოკაინს“, რაც საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის აეროპორტის“ გამოვლით, უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია ბათუმის აეროპორტის ადმინისტრაციულ შენობაში საგამოძიებო მოქმედების შედეგად.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა) და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784321326

მსოფლიო

ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ისრაელს, თავი შეიკავოს დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების გაფართოებისგან

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ისრაელს, თავი შეიკავოს დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების შემდგომი გაფართოებისგან. „ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ისრაელს, თავი შეიკავოს დასახლებების გაფართოებისგა...

ევროკავშირი

1784319346

მსოფლიო

ნორვეგიაში მასშტაბურმა ხანძარმა 100-ზე მეტი სახლი გაანადგურა - ასობით ადამიანი ევაკუირებულია

ნორვეგიის დრამენის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ხანძარი საცხოვრებელ ზონაში გავრცელდა, რის შედეგადაც 100-ზე მეტი საცხოვრებელი შენობა დაიწვა, - ამის შესახებ NRK იტყობინება. როგორც მედია წერს, საგანგებო სი...

ნორვეგიაში მასშტაბურმა ხანძარმა

1784317849

საზოგადოება

სპეციალისტების გაფრთხილება მოსახლეობას - ტკიპებისგან თავდაცვის წესები და დაავადების სიმპტომები

ზაფხულის სეზონზე ბუნებაში დასვენების პარალელურად, ტკიპების აქტივობა პიკს აღწევს. დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ინფექციონისტების განმარტებით, შესაბამისად მავნებლისგან ინფიცირების რისკი იზრდება. „სა...

ტკიპა

1784315868

მსოფლიო

Axios: აშშ-მა ისრაელს აცნობა, რომ ისრაელში დამატებით საწვავის შემავსებელ ათობით თვითმფრინავს აგზავნის

შეერთებულმა შტატებმა ისრაელს აცნობა, რომ ქვეყანაში დამატებით საწვავის შემავსებელ ათობით თვითმფრინავს აგზავნის. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ახალი, ფართო...

ისრაელს აცნობა

1784313938

ახალი ამბები

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ ცნო კაცი, რომელმაც დმანისში ცოლი მოკლა - ბრალდებულს 18 წელი მიესაჯა

რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ. ინფორ...

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო