პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის, კომერციულ მოსყიდვაში დახმარების და ყალბი დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის, კომერციულ მოსყიდვაში დახმარების და გასაღების მიზნით ყალბი დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ინსპექტორმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ტექნიკურად გაუმართავ მნიშვნელოვანი ხარვეზის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი გასცა, ხოლო სანაცვლოდ, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად მოქალაქისგან მოითხოვა და აიღო 100 ლარი.

ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (კომერციული მოსყიდვა იმ პირის მიერ, რომელიც საწარმოში ახორციელებს სპეციალურ უფლებამოსილებას, პირდაპირ თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ ფულის მოთხოვნა ან მიღება, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, მომსყიდველი პირის ინტერესებისთვის, ჩადენილი ჯგუფურად) და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის, დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება), ხოლო მეორე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25. 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (კომერციულ მოსყიდვაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება შეეფარდათ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1753550694

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძ...

პროკურატურა

1753548735

ახალი ამბები

ანაკლიაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო

ანაკლიაში, ამორტიზებული იახტკლუბის ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცი წყალში დაიხრჩო. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი პლაჟიდან ბულვ...

ანაკლიაანაკლია

1753546889

სპორტი

სანდრო მეგრელიშვილი პარატაეკვონდოში ევროპის ახალგაზრდული თამაშების ვიცე-ჩემპიონია

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ევროპის ახალგაზრდული პარათამაშები მიმდინარეობს. ტურნირზე ქართველი პარასპორტსმენები წარმატებით განაგრძობენ ასპარეზობას. ქართველმა პარატაეკვონდოისტმა სანდრო მეგრელიშვილმა (-70 კ...

სანდრო მეგრელიშვილი

1753545657

საზოგადოება

პაპუაშვილი: სანამ შვედეთის საგარეო უწყება არ დაგმობს მისი ხელისუფლების წევრის მიერ საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, მანამდე სამინისტროს მხრიდან საქართველოში რაიმეს დაგმობა არასერიოზულია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, ვიდრე შვედეთის...

შალვა პაპუაშვილი

1753543217

სპორტი

ევროპის ახალგაზრდულ პარათამაშებზე პარატაეკვანდოისტმა ნატა ოჩიგავამ ოქროს მედალი მოიპოვა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ევროპის ახალგაზრდული პარათამაშები მიმდინარეობს. ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ნატა ოჩიგავამ (-57 კგ) ფინალში თურქი მოწინააღმდეგე დაამარცხა და საქართველოს ახალგაზრდულ პარალიმპიუ...

ნატა ოჩიგავა