საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი უნგრელ კოლეგას შეხვდა

ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბუდაპეშტში მთავრობათაშორისი სამიტის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ სამიტის ფარგლებში შეთანხმებების გაფორმება სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება და მტკიცე ინსტიტუციურ საფუძველს შექმნის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებისთვის. ამავე კონტექსტში აღინიშნა ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მნიშვნელობაც, რომელიც საქართველოსა და უნგრეთს შორის პარტნიორობის ეფექტური ფორმატია.
მინისტრებმა განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები ვაჭრობის, ეკონომიკისა და დაკავშირებადობის მიმართულებით და ხაზი გაუსვეს ამ და სხვა სფეროებში არსებული პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს. მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა უნგრეთს საქართველოს ევროპული მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერისთვის - როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ-ექსპერტულ დონეზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მხარეები მომავალშიც განაგრძობენ ამ მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას.
საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონში არსებული გამოწვევები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებაც განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხების საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობა.
1749753798
მსოფლიოტრამპი: არ მინდა ვთქვა, რომ ისრაელის თავდასხმა ირანზე გარდაუვალია, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ მოხდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელმა შესაძლოა ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიიტანოს იერიში. „არ მინდა ვთქვა, რომ გარდაუვალია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არის ის, რაც, შესაძლოა, სავსები...
1749751166
საზოგადოებატელეკომპანია „პოსტ TV“-ის მიერ პროკურატურისთვის მომართული განცხადების საფუძველზე, ჟურნალისტის მარიამ ნებიერიძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო
ტელეკომპანია „პოსტ TV“-ის მიერ პროკურატურისთვის მომართული განცხადების საფუძველზე,ტელეკომპანიის ჟურნალისტის მარიამ ნებიერიძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალურმა საგამო...
1749749111
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: უცხოური დონორები თანხებს საქართველოში იმიტომ კი არ რიცხავდნენ, რომ საგანმანათლებლო პროგრამებში მიეღოთ მონაწილეობა, არამედ იმისთვის, რომ „მოლოტოვის კოქტეილების“ შეძენა დაეფინანსებინათ
უცხოური დონორები თანხებს საქართველოში იმიტომ კი არ რიცხავდნენ, რომ ეკოლოგია გაუმჯობესებულიყო და საგანმანათლებლო პროგრამებში მიეღოთ მონაწილეობა, არამედ იმისთვის, რომ „მოლოტოვის კოქტეილების“ შეძენა დაეფ...
1749746659
ახალი ამბებიგორის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი მდინარეში დაიხრჩო
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ თედოწმინდაში, არასრულწლოვანი მდინარეში დაიხრჩო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „თრიალეთი“ ავრცელებს. როგორც ტელეკომპანიას შემთხვევის ადგილიდან ატყობინებენ, გარდაცვლილია...
1749745478
ახალი ამბები„პოს ტვ“-ის გადამღებ ჯგუფს საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ
„პოს ტვ“-ის გადამღებ ჯგუფს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ. „POSTV-ს გადამღებ ჯგუფს რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ – ტელეკომპანია დაუყოვნებლი...