შალვა გოგოლაძე: UFC-ის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ საქართველო არის ჩემპიონების ქვეყანა და გავაცანი საქართველოს პრემიერისა და მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, უმასპინძლოს UFC-ის ერთ-ერთ ღონისძიებას

UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს გავაცანი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა მზად არის, უმასპინძლოს UFC-ის ერთ-ერთ ღონისძიებას, - ამის შესახებ საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ში დანა უაითთან შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

შალვა გოგოლაძემ აღნიშნა, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში თანამედროვე სპორტული კომპლექსები აშენდება, რომლებშიც MMA-ის ახალი დარბაზები იქნება გათვალისწინებული.

„მქონდა პატივი, შევხვედროდი UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს. ხანგრძლივი, დაახლოებით 1-საათიანი აუდიენცია მქონდა, რომელიც ქართველმა ბიზნესმენმა დავით ნატროშვილმა დააორგანიზა, ის არის UFC-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და სპონსორი. დანა უაითს ვუამბე საქართველოში მიმდინარე იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, რომელიც დაწყებულია და იგეგმება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კერძოდ - 64-ვე მუნიციპალიტეტში უნდა აშენდეს ახალი, თანამედროვე სპორტული კომპლექსები, რომლებშიც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული MMA-ის ახალი დარბაზები. შეხვედრისას აღვნიშნე, რომ საქართველოში ძალიან პოპულარულია სპორტის ეს სახეობა, სულ 7 ჩემპიონი არსებობს და 7-დან 2 ქართველია. ვუთხარი, რომ საქართველო არის ჩემპიონების ქვეყანა და არა მხოლოდ UFC-ში, არამედ სპორტის სხვა სახეობებშიც გვყავს მსოფლიო ლიდერები. დანა უაითი მოვიწვიე ჩემპიონების სამშობლოში. ამასთან, გავაცანი პრემიერის და მთავრობის გადაწყვეტილება, რომ მზად ვართ, საქართველომ უმასპინძლოს UFC-ის ერთ-ერთ „ივენთს“, რაზეც მივიღეთ თანხმობა, რომ აღნიშნული შესაძლებლად მიაჩნიათ. ჩვენ მიმდინარე წლის სექტემბერში გვაქვს MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც გარკვეულწილად იქნება ერთგვარი გამოცდა ჩვენი ქვეყნისა, თუ როგორ ვუმასპინძლებთ მსგავს ღონისძიებას. დავიწყებთ UFC-ის ორგანიზაციასთან ყოველდღიურ მუშაობას ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749467479

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი ბოკუჩავას განცხადებაზე: ვფიქრობ, უნიჭო სპექტაკლია - რასაკვირველია, კოტე იოსელიანი უნდა გამოიკითხოს

რასაკვირველია, კოტიკოს [იოსელიანი] უნდა დაუძახონ, გამოიკითხოს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატი გამოეხმაურა თინა ბოკუჩავასა განცხადებას, რომ მისი მეუღლე...

პოლიტიკოსი

1749465786

საზოგადოება

კოტე იოსელიანი გამოკითხვაზე დაიბარეს

კოტე იოსელიანი გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაცია „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ირწმუნება, რომ მისი მეუღლე მოიტაცეს. მისი თქმი...

კოტე იოსელიანი

1749465713

საზოგადოება

ირაკლი ზარქუა: მორალს გვიკითხავდნენ, მათ შორის, ლატვიელი ევროპარლამენტარები და ახლა რა ხდება დებო და ძმებო თქვენთან? ადგილობრივ არჩევნებში გაჭედა საარჩევნო მექანიზმმა?

ლატვიის ხელისუფლების ორმაგი სტანდარტი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა. ირაკლი ზარქუას თქმით, ლატვიელი ევროპარლამენტარები მორალს...

ირაკლი ზარქუა

1749465021

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი ევროკომისიასთან დაკავშირებით გერმანული გამოცემის ინფორმაციაზე: არ არსებობს დაფარული, რომ არ გამჟღავნდეს, ასე ხდება „ენჯეოების„ დაფინანსება ჩუმად, სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებში ჩარევასთან დაკავშირებით

„არ არსებობს დაფარული, რომ არ გამჟღავნდეს“. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს ზუსტად ამ სწორ გამოთქმაზე, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა. დეპუტატი გამოეხმა...

გურამ მაჭარაშვილი

1749461093

საზოგადოება

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ზაზა გვიმრაძე: მანქანაში რომ ჩაგვსვეს, ვუყურებ სამხედრო ყუთები დევს იარაღის. უნდოდათ, რომ ჩვენ დავეხოცეთ, ეს იარაღი დაეწყოთ და კაი კინოს გადაიღებდნენ აი აჯანყებას აწყობდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგო

„მანქანაში რომ ჩაგვსვეს, ვუყურებ სამხედრო ყუთები დევს იარაღის, ჯარში ნამყოფი კაცი ვარ, ვიცი სამხედრო ყუთები როგორია იარაღის დევს მანქანაში. უნდოდათ, რომ ჩვენ დავეხოცეთ, ეს იარაღი დაეწყოთ და კაი კინოს...

 ზაზა გვიმრაძე