შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ნუმან ქურთულმუშს შეხვდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველომ და თურქეთმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობაში, რაც ასახვას პოვებს როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ განზომილებებში. ასევე, ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკაზე.

„შალვა პაპუაშვილმა თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა განიხილეს დადებითი დინამიკა საპარლამენტო ურთიერთობებში და კავშირების შემდგომი გაღრმავების მზაობა გამოხატეს. ამ კუთხით, ხაზი გაესვა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების განსაკუთრებულ როლს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ იგეგმება საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარლამენტების თავმჯდომარეების დონეზე სამმხრივი შეხვედრის კვლავ გამართვა.

საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. აღინიშნა რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაზე ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები. აღინიშნა ენერგო და სატრანსპორტო დაკავშირებადობის გაუმჯობესებაზე მუშაობის მზაობა, რაც შუა დერეფნის პოტენციალის სრულად ათვისებაზე იქნება მიმართული.

შალვა პაპუაშვილმა ნუმან ქურთულმუში საპასუხო ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს“, - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილის თურქეთში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციაში შედიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ჭყონია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750181007

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილმა მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო და თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ხსოვნა...

შალვა პაპუაშვილი

1750180912

სპორტი

ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

 უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში იტალიის წარმომადგენ...

ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე

1750178788

მსოფლიო

ტრამპი: ზუსტად ვიცით, სად იმალება ე.წ. „უზენაესი ლიდერი“ - ის ადვილი სამიზნეა, მაგრამ იქ უსაფრთხოდაა, ჩვენ არ ვაპირებთ მის მოკვლას, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით

 ჩვენ ზუსტად ვიცით, სად იმალება ე.წ. „უზენაესი ლიდერი“ - ის ადვილი სამიზნეა, მაგრამ იქ უსაფრთხოდაა, ჩვენ არ ვაპირებთ მის მოკვლას, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ...

დონალდ ტრამპი

1750176638

საზოგადოება

საქართველოს საელჩო ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

 ირანში საქართველოს საელჩო ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში საელჩოს ცხელი ხაზის მეშვეობით დაუკავშირდნენ. საელჩო სოციალურ ქსელში საკონტაქტო ინფორმაციას ავრცელებს. „...

საქართველო ირანში

1750175000

მსოფლიო

გერმანიის კანცლერი: ეს არის ბინძური სამუშაო, რასაც ისრაელი ჩვენ ნაცვლად აკეთებს

 ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის ფონზე გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ისრაელს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა. „ეს არის ბინძური სამუშაო, რასაც ისრაელი ჩვენ ნაცვლად აკეთებს. ჩვენც ამ რეჟიმის მსხვ...

ფრიდრიხ მერცი