შალვა პაპუაშვილი ზუგდიდში, ვლაქერნობის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ზუგდიდში, ვლაქერნობის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, ვიცე-პრემიერ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან და პარლამენტის წევრებთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„დღეს საეკლესიო და საერო დღესასწაულია. ჩვენი ხალხი, ჩვენი ეკლესია, ზუგდიდი არის ღვთისმშობლის კვართის მცველი. ეს დიდ მადლთან ერთად არის დიდი პასუხისმგებლობაც და აჩვენებს იმას, თუ რამხელა მისია აქვს ქართველ ერს როგორც ღვთისმშობლის კვართის და მცხეთაში უფლის კვართის მცველს. ეს არის ის, რამაც ჩვენ ასწლეულები და ყველა ავბედითი ჟამი გამოგვატარა და დღესაც გვაძლიერებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელის დადების დღესასწაულთან დაკავშირებით, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში, საღმრთო ლიტურგია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა გერასიმემ, სინოდის სხვა წევრებთან ერთად აღავლინა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752671461

საზოგადოება

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7127 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7138 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ვალუტის კურსი

1752671273

საზოგადოება

ფაშინიანი: სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას უფრო დატოვებს, ვიდრე საკუთარ წევრობას აღადგენს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიამა განაცხადა, რომ ერევანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას უფრო დატოვებს, ვიდრე წევრობას აღადგენს. „უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ჩვენ დავტოვებთ...

სიმხეთის პრემიერი

1752671154

საზოგადოება

ლაშა დოლიძემ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში საპილოტე საძოვრები მოინახულა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) დირექტორ სოფიკო ახობაძესთან ერთად, სოფელ განახლებაში იმყოფებოდა, სადაც პრ...

ლაშა დოლიძე

1752670700

ახალი ამბები

პაატა იმნაძე: მაღალი ტემპერატურის დროს მოვუწოდებ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გარეთ ყოფნისგან და მიიღონ დიდი ოდენობით სითხე

„მაღალი ტემპერატურის დროს მოვუწოდებ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გარეთ ყოფნისგან და მიიღონ დიდი ოდენობით წყალი“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმ...

ზოგადი

1752668095

ახალი ამბები

შს მინისტრმა გორში თავდასხმის შედეგად დაშავებული პოლიციელები მოინახულა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ გორში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი და დაშავებული პოლიციელები მოინახულა. მინისტრმა დაზარალებული სამართალდამცველების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმე...

შს მინისტრმა გორში თავდასხმის შედეგად დაშავებული პოლიციელები მოინახულა