სუბარი გიორგი აბდალაძეს: ნიკა კვინტრაძე იყო ადამიანი, რომელიც გადაიღეთ ცოცხალი, შემდეგ ვითომ დენმა დაარტყა და მაღაზიის სახურავზე იყო გარდაცვლილი - თქვენი ეს ფოტო რეჟიმის გასამართლების ერთ-ერთი ძალიან სერიოზული მტკიცებულებაა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ფოტორეპორტიორმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი აბდალაძემ და კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა, 2011 წლის 27 მაისს, მაღაზიის სახურავზე ნაპოვნი გარდაცვლილი ნიკა კვინტრაძის შესახებ ისაუბრეს.
როგორც აბდალაძემ აღნიშნა, პატიმრობისას შეიტყო, რომ მის მიერ, 26 მაისის დარბევისას გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოში სწორედ ნიკა კვინტრაძე იყო ასახული, რომელსაც ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული.
„საპყრობილეში შევიტყვე, მითხრეს, რომ ერთ-ერთ სურათში, ჩამწკრივებული რომ მიჰყავთ, "პლენში" რომ აიყვანეს ხალხი და ჩაამწკრივეს, სტალინგრადის კადრების არ იყოს, ერთ-ერთმა ადვოკატმა მითხრა, შენ გადაგიღია ეს ადამიანიო, არ ვიცნობდი, შეხებაც არ მქონდა. ახალგაზრდა კაცი იყო, რომელიც მერე სახურავზე აღმოჩნდა." - განაცხადა გიორგი აბდალაძემ.
სოზარ სუბარის თქმით, სწორედ აბდალაძის ობიექტივში მოხვდა ცოცხალი ნიკა კვინტრაძე, რომელიც შემდეგ მაღაზიის სახურავზე გარდაცვლილი იპოვეს. მისივე შეფასებით, ეს ფოტო "ნაცმოძრაობის" რეჟიმის გასამართლებისთვის ერთ-ერთ მტკიცებულებაა.
„დადასტურებულია ექსპერტიზებით, ნიკა კვინტრაძე იყო ადამიანი, რომელიც გადაიღეთ ცოცხალი, ჰქონდა ხელ-ფეხი შეკრული და რომელსაც შემდეგ ვითომ დენმა დაარტყა და მაღაზიის სახურავზე იყო გარდაცვლილი. ასე რომ, თქვენი ეს ფოტო არის რეჟიმის გასამართლების ერთ-ერთი ძალიან სერიოზული მტკიცებულება." - აღნიშნა სუბარმა.
ბრიტანული სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, 2011 წლის 26 მაისს ნიკა კვინტრაძე პოლიციელებს ჰყავდათ დაკავებული. ბრიტანელი ექსპერტები ამ დასკვნამდე მივიდნენ 26 მაისს გადაღებული ფოტო და ვიდეომასალის, პროზექტურაში მოთავსებული ნიკა კვინტრაძის ცხედრის ფოტოსა და გარდაცვლილის პირადობის მოწმობის სურათის შედარების შემდეგ.
1746014059
საზოგადოებაირაკლი გედენიძე მიხეილ სააკაშვილზე: კაცმა ჯაშუშობისთვის დამიჭირა, ორი კვირაა გასული გამოშვებიდან, ჯაშუში ვარ ოფიციალური, სასჯელს ვიხდი და მეუბნება, მოდი, ჩემთან ერთად ფოტო გადაიღეო - წინასაარჩევნო პერიოდი იყო, მერე მივხვდი მესიჯი რა იქნებოდა
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...
1746012179
საზოგადოებანათია გედენიძე: ჩემი დაკითხვა გააგრძელეს კაცებმა. მითხრეს ჩვენ რაც გვაქვს დაბეჭდილი, შენ და შენი შვილები ამას რომ ნახავთ, არც მათ მოუნდებათ, რომ შენ მათი დედა გერქვა და შენც ვერ გაეკარები მათ სირცხვილითო
ჩემი დაკითხვა გააგრძელეს მამაკაცებმა. დაკითხვაში უცნაური კითხვები ჰქონდათ, რომ რატომ ვეპრანჭებოდი ჩემს ქმარს კამერასთან. ჩემგან იყო ქალური სიტუაციების გარკვევა. ვერ მივხვდი ორი უცხო ადამიანი რატომ უნდ...
1746012114
საზოგადოებაგლდანის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფარი აშენდება
გლდანის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფარი აშენდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა მუნიც...
1746012059
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი BM.GE - ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე: აქ არის საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟის მორიგი მცდელობა
აქ არის საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟის მორიგი მცდელობა - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა BM.GE - ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევ...
1746011995
საზოგადოებაუსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახისთვის ბინები მოძიებულია, საკუთრებაში კი ეტაპობრივად გადაეცემათ
დედაქალაქში მცხოვრები უსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახისთვის ბინები უკვე მოძიებულია, რომლებიც მათ საკუთრებაში ეტაპობრივად გადაეცემათ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის...