თბილისის მერია მიმდინარე წელს საქართველოს კურორტებზე დასასვენებლად შშმ ბავშვებისთვის 3 171 ვაუჩერს გასცემს

თბილისის მერია, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს საქართველოს კურორტებზე დასასვენებლად, შშმ პირებისთვის 3 171 ვაუჩერს გასცემს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისივე თქმით, საკურორტო ვაუჩერის მფლობელებს მისი გამოყენება პირველი მაისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით, მათთვის სასურველ დროს შეეძლებათ.

„საქართველოს კურორტებზე დასასვენებელ ადგილსა და სასტუმროს ვაუჩერით მოსარგებლე შშმ პირის კანონიერი წარმომადგენელი თავად ირჩევს. როგორც საკურორტო ვაუჩერის რაოდენობა, ისე ვაუჩერის თანხა ყოველწლიურად იზრდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე განმარტა, რომ აღნიშნული ვაუჩერები „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით დარიგდება.

„შშმ პირი/კანონიერი წარმომადგენელი საკურორტო ვაუჩერს მითითებულ მისამართზე „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით, მიმდინარე კვირის განმავლობაში მიიღებს. ვაუჩერის მფლობელი, რომელიც კურიერს სახლში არ დახვდება, უკან დაბრუნებული ვაუჩერის აღებას მერიის სერვისცენტრში შეძლებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746015677

საზოგადოება

ალექსანდრე ტაბატაძემ სამხედროებს, ვეტერანებს, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებსა და მათ ოჯახებს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და თავდაცვის ძალების დღე მიულოცა სამხედროებს, ვეტერა...

ალექსანდრე ტაბატაძე

1746014856

საზოგადოება

ირაკლი ჩიქოვანი: წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური არის წარმატებული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი

საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, თავდაცვის მინისტრი მიესალმა და იუბილე მიულოცა რეკრუტებს, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს, რომლებმაც საქართველოს თავდაცვის ძალები...

ირაკლი ჩიქოვანი

1746014059

საზოგადოება

ირაკლი გედენიძე მიხეილ სააკაშვილზე: კაცმა ჯაშუშობისთვის დამიჭირა, ორი კვირაა გასული გამოშვებიდან, ჯაშუში ვარ ოფიციალური, სასჯელს ვიხდი და მეუბნება, მოდი, ჩემთან ერთად ფოტო გადაიღეო - წინასაარჩევნო პერიოდი იყო, მერე მივხვდი მესიჯი რა იქნებოდა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...

ირაკლი გედენიძე

1746012179

საზოგადოება

ნათია გედენიძე: ჩემი დაკითხვა გააგრძელეს კაცებმა. მითხრეს ჩვენ რაც გვაქვს დაბეჭდილი, შენ და შენი შვილები ამას რომ ნახავთ, არც მათ მოუნდებათ, რომ შენ მათი დედა გერქვა და შენც ვერ გაეკარები მათ სირცხვილითო

ჩემი დაკითხვა გააგრძელეს მამაკაცებმა. დაკითხვაში უცნაური კითხვები ჰქონდათ, რომ რატომ ვეპრანჭებოდი ჩემს ქმარს კამერასთან. ჩემგან იყო ქალური სიტუაციების გარკვევა. ვერ მივხვდი ორი უცხო ადამიანი რატომ უნდ...

ნათია გედენიძე

1746012114

საზოგადოება

გლდანის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფარი აშენდება

გლდანის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფარი აშენდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა მუნიც...

ცხოველთა თავშესაფარი