თეა წულუკიანი ელჩებს - მობრძანდით და მოუსმინეთ რას ჰყვება ნიკოლოზ გოგუაძე, როგორ იხტუნავეს ცოცხალ ადამიანებზე, როგორ აწამებდნენ. უსმინეთ და შემდეგ გააკეთებთ ინფორმირებულ შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო სააკაშვილი

„გერმანიის ელჩი, ბატონი ფიშერი როგორც ჩანს, არის მოცლილი იმიტომ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების სასამართლო პროცესი არ იმართება, რომელსაც არ აცდენს. როგორც ჩანს მას ბევრი თავისუფალი დრო აქვს და მე მინდა მას შევთავაზო - ბატონო ელჩო, მობრძანდით, ჩვენი კარი ღიაა, ვიმსჯელებთ, მივიღებთ გადაწყვეტილებას და მოგცემთ უფლებას ამ სხდომებს დაესწროთ თქვენს თარჯიმანთან ერთად და მოუსმინეთ რას ჰყვება ბატონი ნიკოლოზ გოგუაძე ყინწვისის ოპერაციის საქმეზე,“- განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა.

„როგორ სცემეს, როგორ იხტუნავეს ცოცხალ ადამიანებზე, როგორ დაუმტვრიეს ხერხემალი, აწამეს, როგორ აყურებინეს ერთ-ერთ მათგანს მეორე მათგანის წამება, რის შემდეგაც ყველას მოუწია აღიარებითი ჩვენების მიცემა და ჩვენ განზრახ არ გვინდა დავაკონკრეტოთ გვარები და წამების შინაარსი, იმიტომ, რომ სააკაშვილისგან განსხვავებით ვიცავთ პირადი ცხოვრების და ღირსების ხელშეუხებლობის უფლებას. თუ როგორ აწამებდნენ გლდანში პატიმრებს. ბატონო ელჩებო, ჩვენს კომისიაზე არის ადგილი, დაბრძანდით, მხოლოდ უსმინეთ და შემდეგ გააკეთებთ ინფორმირებულ შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო სააკაშვილი, რომელიც როგორც ბატონმა ნიკოლოზმა ბრძანა, ვერავინ მოახერხა სააკაშვილის გარდა, რომ ქართველი კაცები ეტირებინა ხმით,“ -განაცხადა თეა წულუკიანმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749467479

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი ბოკუჩავას განცხადებაზე: ვფიქრობ, უნიჭო სპექტაკლია - რასაკვირველია, კოტე იოსელიანი უნდა გამოიკითხოს

რასაკვირველია, კოტიკოს [იოსელიანი] უნდა დაუძახონ, გამოიკითხოს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატი გამოეხმაურა თინა ბოკუჩავასა განცხადებას, რომ მისი მეუღლე...

პოლიტიკოსი

1749465786

საზოგადოება

კოტე იოსელიანი გამოკითხვაზე დაიბარეს

კოტე იოსელიანი გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაცია „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ირწმუნება, რომ მისი მეუღლე მოიტაცეს. მისი თქმი...

კოტე იოსელიანი

1749465713

საზოგადოება

ირაკლი ზარქუა: მორალს გვიკითხავდნენ, მათ შორის, ლატვიელი ევროპარლამენტარები და ახლა რა ხდება დებო და ძმებო თქვენთან? ადგილობრივ არჩევნებში გაჭედა საარჩევნო მექანიზმმა?

ლატვიის ხელისუფლების ორმაგი სტანდარტი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა. ირაკლი ზარქუას თქმით, ლატვიელი ევროპარლამენტარები მორალს...

ირაკლი ზარქუა

1749465021

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი ევროკომისიასთან დაკავშირებით გერმანული გამოცემის ინფორმაციაზე: არ არსებობს დაფარული, რომ არ გამჟღავნდეს, ასე ხდება „ენჯეოების„ დაფინანსება ჩუმად, სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებში ჩარევასთან დაკავშირებით

„არ არსებობს დაფარული, რომ არ გამჟღავნდეს“. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს ზუსტად ამ სწორ გამოთქმაზე, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა. დეპუტატი გამოეხმა...

გურამ მაჭარაშვილი

1749461093

საზოგადოება

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ზაზა გვიმრაძე: მანქანაში რომ ჩაგვსვეს, ვუყურებ სამხედრო ყუთები დევს იარაღის. უნდოდათ, რომ ჩვენ დავეხოცეთ, ეს იარაღი დაეწყოთ და კაი კინოს გადაიღებდნენ აი აჯანყებას აწყობდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგო

„მანქანაში რომ ჩაგვსვეს, ვუყურებ სამხედრო ყუთები დევს იარაღის, ჯარში ნამყოფი კაცი ვარ, ვიცი სამხედრო ყუთები როგორია იარაღის დევს მანქანაში. უნდოდათ, რომ ჩვენ დავეხოცეთ, ეს იარაღი დაეწყოთ და კაი კინოს...

 ზაზა გვიმრაძე