წულუკიანი: ნანა ჟორჟოლიანს გამოქვეყნებული აქვს 20-პირიანი სია სახელწოდებით: წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი - წარდგენილია საბუთები, რომ 15 პირი დღესაც ცოცხალია. შევიტანეთ სარჩელი ცილისწამებაზე

ნანა ჟორჟოლიანს გამოქვეყნებული აქვს 20-პირიანი სია სახელწოდებით: წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი - წარდგენილია საბუთები, რომ 15 პირი ცოცხალია დღესაც. დღეს შევიტანეთ სარჩელი ცილისწამებაზე, - წერს სოციალურ ქსელში დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი.
„დღეს, ჩვენს ჭაღებიან გოგონას (ნუ, სხვა რაღაცეებიანსაც), ვუჩივლეთ ოჯახმა და ადვოკატი და პასტა და ფურცელი მოიმარაგოს.
მე კი სულ ვიცოდი, რომ მართლები ვიყავით, მაგრამ ახლა ჩივილის დროა! ბაცილებს რაც მეტს გაუტარებ, მით მეტად გათავხედდებიან. თან, უკან მოსვლასაც აპირებენ და...
მიშასტელეფონიანი თინა ბოკუჩავა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც 2012-2013 წლებში პირველმა მიაყენა მამაჩემს შეურაცხყოფა. მიშამ დაავალა, უარს ვერ ეტყოდა (აქ, თვალის პაჭუნი). მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვიყავი პოლიტიკაში, თორემ ლამაზ თინიკოს ავთანდილ წულუკიანი არასოდეს გაახსენდებოდა. იგივეს აკეთებდა ხოლმე ვივა-მედის კრიმინალი ბაიყუში, როცა იუსტიციაში ვიყავი და გაბრაზდებოდა ვანოს, ბაჩოს ან პეტრეს დაპატიმრებაზე ან კიდევ მისი ექსტრადიციის მოთხოვნის შესახებ წერილის გაგზავნაზე. თორემ სხვა შეხება მოსამართლე ავთანდილ წულუკიანს და ბნედიანს არ ჰქონიათ. „მეტი საქმე არ მაქვს, მასეთებს ველაპარაკოს“ პრინციპით, ავთანდილ წულუკიანმა 2000 წელს სასამართლო სისტემა დატოვა და პენსიაზე გავიდა. ეს ის დროა, სისხლისმსმელი სააკაშვილი ქართველ ერზე ექსპერიმენტის ჩატარებას რომ იწყებს. ამის შემდეგ, იმ ქალებს, რომელთა მძივებზეც მიშას ხელები შეუწმენდია, ან კიდევ თავად ბაიყუშს, არ უხსენებიათ ავთანდილ წულუკიანი. მგონი, რადგან არ დავკვირვებივარ.
მხოლოდ ჭიჭე ვაშაძეს რომ შეუვრდა იმ თაკო ჩარკვიანმა ახსენა ერთხელ პარლამენტში (იმ დღეს, საუზმეში დამამშვიდებლის ჩაყრა ჰქონდა ოჯახს დავიწყებული, მისი რა ბრალია!).
ეს ის თაკოა, მამამისი რომ შეუფერებელ ადგილას დაასაფლავა „აქანე კარადას დავდგამ“ პრინციპით და მის სიცოცხლეშიც, მამამისის წინ ძნელადდავარცხნილი კვიცივით რომ დახტოდა.
ბოლოს საგამოძიებო კომისიაც შეიქმნა და „ქართულმა ოცნებამ“ მისი ხელმძღვანელობის პაუსიხსმგებლობა მე დამაკისრა. შევუდექი თუ არა საქმიანობას, ჭაღებით გასვეტებულმა მადამ კოდუამ, რომელიც ქმრის მიერ წართმეული მანქანებით დაჯირითობდა ქალაქში ნაცების დროს, ისევ გაიხსენა მამაჩემი. გასაგებია, რომ ვანო მერაბიშვილის მიერ შექმნილი ქმრის მიერ შექმნილი ინდივიდია, სხვა სტატუსი ჯერ-ჯერობით ისევ არ აქვს, მაგრამ როდემდე უნდა ვიძახოთ, რატომ უნდა უჩივლო „მასეთს“?
ჰოდა, დღეს, მე, 82 წლის დედაჩემმა, ჩემმა ძმამ და ჩემმა ძმის შვილმა შევიტანეთ სარჩელი ცილისწამებაზე. ნანულ, ოჯახშიდ კიდენა მეტნიცა ვაართ, მარა ამ ეტაპზე ეს იკმარე.
ნანა ჟორჟოლიანს გამოქვეყნებული აქვს 20 პირიანი სია სახელწოდებით: წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი. ამ სიას აქ არ ვაქვეყნებ, რადგან, სავარაუდოდ, არაერთი მათგანი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში, მათ შორის, განზრახ მკვლელობაში, გვამების დანაწევრებასა და ნაგავში გადაყრაში და ა.შ. მსჯავრდებული ხალხია წარსულში და მათ წარსულში ქექვა, ნანა-ნანუკა-ნანულა-ნანუჩიოსგან განსხვავებით, ჩემი საქმე არ არის.
უბრალოდ ვიტყვი, წარდგენილია საბუთები, რომ 15 პირი ცოცხალია დღესაც, 1 პირი მას მერე გარდაიცვალა, როცა მამაჩემი საიქიოში იყო უკვე, ზოგი მას მერე გარდაიცვალა, რაც საქართველომ სიკვდილით დასჯა გააუქმა, ერთის იდენტიფიცირება საერთოდ ვერ ხდება და ა.შ.
ახლა, საინტერესოა, ვინ მოკლა იმან და რაფერ ხთეფა ისე, ნანულ, რომ მე ვარ თურმე მკვლელის შვილი.
აღარ ვაპირებთ, რომ გავატაროთ. გეიგეე?
ნანუჩ, აბა, სილიკონის ტუჩები (და ისინიც) დაპრუწე და თქვი ....“, - წერს თეა წულუკიანი.
1752945124
მსოფლიოალიევი: თუ სომხეთი ზანგეზურის დერეფნის ბლოკირებას გააგრძელებს, შესაძლოა, სატრანზიტო ქვეყნის სტატუსი დაკარგოს
„თუ სომხეთი ზანგეზურის დერეფნის ბლოკირებას გააგრძელებს, მისი სატრანზიტო ქვეყნად გადაქცევის შანსები ნულს მიუახლოვდება,“ - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შუშის გლობალური მედიაფორუმზ...
1752943772
მსოფლიოალიევი აქთაუში მომხდარ ავიაკატასტროფაზე: 7 თვე გავიდა და რუსეთის ოფიციალური პირებისგან არანაირი პასუხი არ მიგვიღია
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილი Embraer 190 სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით რუსეთს 7 თვის გასვლის შემდეგაც რეაგირება არ მოუხ...
1752941630
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის განცხადებაზე - დღეს ხომ რადიკალების აქციაა და ამ ჩავარდნილ აქციას რომ სული შეუბერონ, უქმე დღეს უნდათ სამსახურში გამოიყვანონ აგენტურა, სცენარიც ნაცნობია და შედეგიც - კიდევ უფრო მეტად ჩავარდნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის განცხადებას ეხმაურება, რომ „საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ...
1752939877
ახალი ამბებიგიორგი ქაჯაია: დემოკრატიას პრობლემა პირველ რიგში ბრიუსელში აქვს და არა საქართველოში
დემოკრატიას პრობლემა პირველ რიგში ბრიუსელში აქვს და არა საქართველოში. დღეს რომ სიტყვის თავისუფლებაა, დღეს რომ მედია თავისუფლებაა და დღეს ის არის, რომ ქართველი ადამიანი სუნთქავს ისე, რომ არ იდევნება, ე...
1752936586
მსოფლიოპრაღაში სამშობიარო სახლში ხანძარი გაჩნდა - მეხანძრეებმა 14 ახალშობილი გადაარჩინეს
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, სამშობიარო სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც შენობიდან 30-ზე მეტი ადამიანის, მათ შორის ჩვილების ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას Radio Prague International-ი ავრცელებს...