„ის გზა, რაც ერთად გავიარეთ, ამ წამს თავში მიტრიალებს და ძალიან ემოციურია“ - კვარაცხელია ვიდეომიმართვას ავრცელებს
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ემოციური ვიდეოთი დაემშვიდობა. ფეხბურთელი ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„მიჭირს და რთულია, თუმცა დამშვიდობების დრო მოვიდა. აქ საოცარი პერიოდი გავატარე, ერთად უამრავი მოგონება დავაგროვეთ, ბევრი საოცარი ემოცია განვიცადეთ.
ნაპოლი ჩემთვის სახლი იყო, სადაც თითოეული თქვენგანის დამსახურებით თავს საუკეთესოდ ვგრძნობდი. ის გზა, რაც ერთად გავიარეთ, ამ წამს თავში მიტრიალებს და ძალიან ემოციურია. პირველი გოლი და განცდები არასდროს დამავიწყდება.
ჩემი პირველი განცდები ამ სტადიონზე, თქვენი გიჟური შეძახილები, ემოციები და მუხტი, რომელიც განსაკუთრებული იყო, როგორც საშინაო, ისე გასვლით შეხვედრებში. ნაპოლი საფეხბურთო ქალაქია, ნაპოლი ფეხბურთით ცხოვრობს და მიხარია, რომ ამ დიდი ისტორიის ნაწილი მეც გავხდი.
აქ ბევრი რამე ვისწავლე, როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა. გავიზარდე როგორც ადამიანი და როგორც სპორტსმენი. ჩემთვის ძალიან საპატიო იყო ამ მაისურის ტარება. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბში მომუშავე თითოეულ ადამიანს - ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, სტაფის ყველა წევრს და რაც მთავარია თქვენ, ჩემს გულშემატკივრებს.
გემშვიდობებით, თუმცა ჩემს გულში მუდამ იქნებით და იმედია კიდევ შევხვდებით.
ვიცი ჩემი წასვლით გული ძალიან გწყდებათ, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერს მოგიყვებით. მინდა წარმატებები გისურვოთ ამ ქალაქს, ამ ხალხს ჩემპიონობა და სკუდეტო მოვუტანოთ“, - აცხადებს კვარაცხელია.
1790062891
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: ნიკა გვარამიას განცხადება შეგვიძლია ჩავწეროთ იმ მოღალატეობრივი განცხადებების რიცხვში, რომელიც გასული ერთი თვის განმავლობაში ძალიან აქტიურად იქნა ტირაჟირებული აგენტურული დაჯგუფებების მხრიდან
„ნიკა გვარამიას განცხადება შეგვიძლია ჩავწეროთ იმ მოღალატეობრივი განცხადებების რიცხვში, რომელიც გასული ერთი თვის განმავლობაში ძალიან აქტიურად იქნა ტირაჟირებული აგენტურული დაჯგუფებების წარმომადგენელთა მ...
1790062076
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის ევროპული ინტეგრაციის შემაფერხებელ გარემოებად წარმოჩენას შესაძლოა, მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს
„აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე ნებისმიერი პოლიტიკური ინიციატივა უნდა ემსახურებოდეს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების უფლებების დაცვასა და საქართველოს ს...
1790060380
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის მცდელობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის მცდელ...
1790058997
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრი შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს, სადაც განიხილებოდა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები, პრემიერმა ასევე მონაწილეობა მიიღო მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში
„პრემიერ-მინისტრი საქართველოს დელეგაციასთან ერთად, შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიფ ერდოღანს, სადაც განიხილებოდა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები“, - ამის შესახებ მთავრობის ადმ...
1790058968
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ამის შე...































