"მეთოთხმეტე წელია შავი ლაბრადორი მყავს სახლში, არაერთხელ გავმხდარვარ აგრესიის სამიზნე მხოლოდ იმიტომ, რომ დიდი ტანის ძაღლი დამყავს ალიკაპის გარეშე"

"მეთოთხმეტე წელია შავი ლაბრადორი მყავს სახლში, არაერთხელ გავმხდარვარ აგრესიის სამიზნე მხოლოდ იმიტომ რომ დიდი ტანის ძაღლი დამყავს ალიკაპის გარეშე", - ამის შესახებ მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ახლა გამომიგზავნეს ეს ფოტოები გერმანიიდან.

აი ეს გოგონა არის უსინათლო ან მცირე მხედველი, მას აცვია შუქამრეკლი ქურთუკი რათა ყველასთვის შესამჩნევი იყოს, განსაკუთრებით მაშინ თუ შემთხვევით სავალ ნაწილზე აღმოჩნდება.

აქ უმთავრესია მისი თანმხლები ლაბრადორი რომელიც მას გადაადგილებასა და სწორ მარშრუტში ეხმარება, ძაღლი აღჭურვილია ციმციმა სანათით და მყარი ხელის მოსაკიდით საგულისხმოა რომ მას არ აქვს ალიკაპი.

ძალიან მინდა ასეთი რამეები დავნერგოთ ჩვენს ქვეყანაში. შ.შ.მ პირებს საჭიროების მიხედვით ჰქონდეთ ყველა სიკეთის მიღება.

გთხოვთ ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას და ნუ შეიძულებთ ლაბრადორებს (არა მხოლოდ მათ კიდევ ბევრი სხვა ჯიშია უწყინარი და უსაფრთხო) მხოლოდ იმიტომ რომ ისინი დიდები არიან.

ეს ჯიში მხოლოდ სიკეთისთვის და სარგებლისთვის არის შექმნილი.

მეთოთხმეტე წელია შავი ლაბრადორი მყავს სახლში, არაერთხელ გავმხდარვარ აგრესიის სამიზნე მხოლოდ იმიტომ რომ დიდი ტანის ძაღლი დამყავს ალიკაპის გარეშე.

ყველა ძაღლი პიტბული არ არის!", - წერს სუხიტაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

ბელგიაში არეულობა მოჰყვა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე მაროკოს მიერ ბელგიის დამარცხებას

"მალე აუცილებელი გახდება გრძელი კაბების ჩაცმა, შეიძლება ფარანჯაც ჩაგვაცვან, რომ არ გაღიზიანდეს მამაკაცი"
 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები