მაროკოსთან შეხვედრაში ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეიდან წლის ბოლო ამხანაგური მატჩისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის მიერ დასახელებულ შემადგენლობაში იძულებითი ცვლილებაა.

მაროკოსთან შეხვედრაში ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო ნაპოლის ქართველი ლეგიონერი, ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, მომდევნო ამხანაგური მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებს ბათუმის დინამოს წევრი სანდრო ალთუნაშვილი შეუერთდა.

დღეს საქართველოს ნაკრები ილია კოკაიას სახელობის სპორტულ ცენტრში პირველ ვარჯიშს გამართავს. საქართველოს ნაკრები არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჯაში 15 ნოემბერს გაემგზავრება და მაროკოსთან მატჩისთვის მოემზადება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), ჯემალ ტაბიძე ("დინამო", თბილისი), საბა საზონოვი ("დინამო", მოსკოვი, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), გიორგი გოჩოლეიშვილი („საბურთალო“, თბილისი, საქართველო), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე („ანკარაგუჯუ“, ანკარა, თურქეთი), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი) 

მაროკოსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური თამაში, 17 ნოემბერს, თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ნაკრები ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „... მე ღმერთს ასე ვხედავდი. მას მერე დამეკარგა. ან მე დავეკარგე“ - გიორგი კეკელიძე სევდიან ამბავს იხსენებს

🔵 ქვეითს ოზურგეთში მანქანა დაეჯახა - ქალი ადგილზე დაიღუპა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები