ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ ერთი სასწაული მოვახდინოთ - გიორგი მამარდაშვილი

ყოველდღე ვმუშაობ იმისთვის, რომ ეს ტურნირი მაღალ დონეზე მეთამაშა და ბედნიერი ვარ, თუ ცოტათი მაინც დავეხმარე გუნდს წარმატების მიღწევაში, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მან ესპანეთთან მომავალ მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდია, თუმცა საქართველოს ნაკრები გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„კონცენტრაცია და მოტივაციაც მაღალ დონეზე გვაქვს თითოეულ ფეხბურთელს, ვემზადებით 100%-ით. ვიცით, რომ რთული თამაში იქნება. ესპანეთი ერთ-ერთი ფავორიტი გუნდია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ ერთი სასწაული მოვახდინოთ. ესპანეთთან თამაშის გამოცდილება მაქვს და ვეცდები, გოლი ვერ გაიტანონ.

ისინი ითამაშებენ შემტევ ფეხბურთს. ეცდებიან, რაც შეიძლება მეტი გოლი გაიტანონ. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, ვინ გვყავს ჩვენ შეტევაში, არიან მიქაუტაძე და კვარაცხელია, რომლებსაც შეუძლიათ, ნებისმიერ დროს ხიფათი შექმნან და გოლი გაიტანონ. ასე რომ, ფრთხილად იყვნენ“, - აღნიშნა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 26 ივნისს პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფიდან მესამე ადგილით გავიდა. 30 ივნისს ეროვნული გუნდი მეოთხედფინალის საგზურის მოსაპოვებლად ესპანეთს დაუპირისპირდება.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1719757163

საზოგადოება

ყველას, ვინც ემზადება ცოდნის მისაღებად და სწავლის გასაგრძელებლად, ვლოცავ და ვუსურვებ წარმატებებს - ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აბიტურიენტები დალოცა. „იწყება უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების პერიოდი. ყველას, ვინც ემზადება ცოდნის მისაღებად და სწავლის გასაგრძელებლად,...

აა

1719753399

სპორტი

„ის, რაც დღეს ფეხბურთის მოედანზე უნდა მოხდეს, ფეხბურთზე ბევრად მეტია...“ – კახა კალაძე

ის, რაც დღეს ფეხბურთის მოედანზე უნდა მოხდეს, ფეხბურთზე ბევრად მეტია, მჯერა, ჩვენი ბიჭების ბრძოლა დღესაც სიამაყით გვათქმევინებს – ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვართ საქართველო!, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა...

კახა კალაძე

1719749804

საზოგადოება

მჯერა, ჩვენი ბიჭების ბრძოლა დღესაც სიამაყით აღგვავსებს და გვათქმევინებს - ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვართ საქართველო! - კახა კალაძე

„დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. ის, რაც დღეს ფეხბურთის მოედანზე უნდა მოხდეს, ფეხბურთზე ბევრად მეტია“, - წერს თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში. კახა კალაძე აღნიშნავს,...

კახა კალაძე:

1719746420

ახალი ამბები

მეუფე იაკობი: ხან რა რეზოლუციას და ხან რას იღებენ - შიში აქვთ, უკრაინაში ომი რომ დამთავრდება, თვითონ არ გახდნენ დარტყმის ობიექტები - არცერთ ქვეყანას არ ეკითხება ის, ჩვენ რა კანონს მივიღებთ

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა საკვირაო წირვა ხირსის მამათა მონასტერში აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ მან მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფე იაკობმა ისაუბრა საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვე...

ააა

1719744530

ახალი ამბები

არჩილ არველაძე ინგა გრიგოლიას: თქვენც კი ძალიან ბედნიერები ხართ და ლამაზად აშუქებთ ამ მოვლენას

ვეტერანი ფეხბურთელი აჩი არველაძე ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე „ტვ პირველის“ ეთერში საუბრობს. არველაძე აღნიშნავს, რომ უხარია, როცა მთელი საქართველო ერთნაირად აღნიშნავს და ზეიმობს ამ მოვლენას...

ინჰა და აჩი