დმიტრიევი: აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებები განსაკუთრებულად კარგად წარიმართა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი აღნიშნავს, რომ აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს შორის მოლაპარაკებები განსაკუთრებულად კარგად წარიმართა.
მსოფლიო მედია ამჟამად, ტრამპისა და პუტინის ერთობლივი პრესკონფერენციის მოლოდინის რეჟიმშია.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის, ალასკის შტატში, ქალაქ ანკორიჯში მიმდინარე ფორმატით „სამი-სამზე“ შეხვედრა დასრულდა.
ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს 15 აგვისტოს, აშშ-ის საჰაერო ძალებისა და სახმელეთო ჯარების ელმენდროფ-რიჩარდსონის ერთობლივ სამხედრო ბაზაზე შეხვდა.
როგორც მანამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაცია გვამცნობდა, პრეზიდენტებს უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გზებზე უნდა ემსჯელათ. ასევე, განხილვის საგანი ეკონომიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა უნდა ყოფილიყო.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა სამი-სამზე ფორმატში მიმდინარეობდა. აშშ-ის მხრიდან სამიტს ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ესწრებოდნენ. რუსეთის მხრიდან კი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და ვლადიმერ პუტინის მრჩეველი იური უშაკოვი. ლიდერებს შორის კომუნიკაცია თარჯიმნის საშუალებით მიმდინარეობდა.
შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფოების ლიდერებს განცხადებები არ გაუკეთებიათ.
1755332881
საზოგადოებადავით ჭელიძე: ჩემი სამაჟორიტარო არეალი იქნება ძველი ნაძალადევი და ლოტკინის დასახლება, მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას
მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას. მნიშვნელოვანია, ეფექტიანად გავაგრძელოთ დაწყებული საქმე და დედაქალაქის ამ უძველესი რაიონის მოწესრიგება, - წერს სოციალურ ქსელში ძველი...
1755332733
საზოგადოებავალერიან პაპუაშვილი: ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, წარმოვადგინო თბილისის ის უბანი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სანზონის დასახლების მცხოვრებთა საჭიროებები და მოთხოვნილებები ყველგან გაჟღერდება
ჩემთვის დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა, წარმოვადგინო თბილისის ის უბანი, სადაც დავიბადე და გავიზარდე. სანზონის დასახლების მცხოვრებთა საჭიროებები და მოთხოვნილებები გაჟღერდება ყველგა...
1755332622
საზოგადოებაირაკლი ბენდელიანი: გპირდებით, რომ მაქსიმალურად გამოვიყენებ ჩემს ხელთ არსებულ ყველა რესურსსა და შესაძლებლობას, რათა თბილისი და კერძოდ, ზღვისუბნის დასახლება გახდეს კიდევ უფრო ლამაზი, მყუდრო და მიმზიდველი უბანი დედაქალაქში
ჩემი დიდი სურვილი და ძალისხმევა იქნება, ზღვისუბნის დასახლების მცხოვრებთა ხმა ისმოდეს ყველგან და ყოველთვის. ხელი შევუწყო ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქვეყნის განვითარებაში...
1755332310
საზოგადოებაპაპუაშვილი: რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას, რომ ომის აცილება შესაძლებელი იყო, ეს ნიშნავს, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს - ეს დასტური პირდაპირ ააშკარავებს, თუ რა ტიპის დაპირისპირებაში გვითრევდნენ
ალასკის შეხვედრა გამოირჩა იმით, რომ რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა პრეზიდენტ ტრამპის ამ მოსაზრებას. ომის აცილება შესაძლებელი იყო. ხოლო თუ მშვიდობა შესაძლებელი იყო და თუ ამერიკის პრეზიდენტს გააჩნდა პროც...
1755330810
საზოგადოებამიწის ნაკვეთების დარეგისტრირება უფასოდ მოქალაქეებს 2025 წლის ბოლომდე შეეძლებათ
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა მოქალაქეებისათვის სრულიად უფასოდ 2025 წლის ბოლომდე გრძელდება. რეფორმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. მოქალაქეებს, რომლებიც დროულად ვერ ჩ...