„ევროკავშირი ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, ვაშინგტონი კი არღვევს“ - ევროპარლამენტში ტრამპს პასუხობენ
ევროპარლამენტში შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის თანახმადაც „ევროკავშირი არ ასრულებს სავაჭრო შეთანხმებას, შესაბამისად აშშ ევროკავშირიდან იმპორტირებულ მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე მომავალი კვირიდან ტარიფებს 25%-მდე გაზრდის“.
ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის ხელმძღვანელი ბერნდ ლანგე ტრამპის გადაწყვეტილებას მიუღებლად მიიჩნევს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი ასრულებს შეერთებულ შტატებთან სავაჭრო შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, ვაშინგტონი კი მათ არღვევს.
„ტრამპის გეგმა ევროკავშირიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე 25-პროცენტიანი ტარიფის დაწესების შესახებ მიუღებელია. ევროპარლამენტი კვლავ იცავს შოტლანდიის შეთანხმებას და კანონმდებლობის დასრულებაზე მუშაობს. მაშინ, როდესაც ევროკავშირი ვალდებულებებს ასრულებს, ამერიკული მხარე მათ სისტემატურად არღვევს“, – აცხადებს ლანგე.
მან აშშ-ის ადმინისტრაციის ნაბიჯებს „აშკარად არაპროგნოზირებადი“ უწოდა და ევროკავშირს მკაფიო პოზიციის დაკავებისკენ მოუწოდა.
1/2 Trump’s plan to impose 25% tariffs on EU cars is unacceptable. EP is still honouring the Scotland deal, working to finalise legislation. While the EU delivers, the US side keeps breaking its commitments.
— Bernd Lange (@berndlange) May 1, 2026
1777656826
ახალი ამბებიკახა კალაძე სტუდენტურ ფესტივალზე: მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა შეკრებილი - ძალიან ძლიერი ენერგია იგრძნობა, ენერგია მომავლის
თბილისის მერიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რუსთავის მერიისა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, „სტუდენტური ფესტივალი 2026“ დაიწყო. ფესტივალის გახსნის საზე...
1777654193
ახალი ამბებიანდრეი სიბიგა: კიევს 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება არ მიუღია, ეს რუსების მორიგი მცდელობაა თავი მოაწონონ ამერიკელებს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, კიევს 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოფიციალური წინადადებები არ მიუღია და რუსეთის განცხადებები რუსების კიდევ ერთი მცდელობაა იმისა, რომ...
1777652743
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე გვარამიას მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგზე: ან ვირტუალურ სამყაროში არიან, ან განზრახ ქმნიან - იქნებ, ვინმემ დაიჯეროს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგების ფოტოს, რომელიც, გვარამიას მტ...
1777652659
ახალი ამბებიოპოზიციის აქტივისტი დოროთე ყურაშვილი მეუფე შიოზე: ფსიქიკურად ის არაა გაწონასწორებული
ოპოზიციის აქტივისტი დოროთე ყურაშვილი, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა, გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ საუბრობს მოლოდინებზე, რო...
1777650242
ახალი ამბებინეაპოლიტანური გამოცემა CalcioNapoli24: „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორს თორნიკე კვარაცხელიას კანდიდატურა შესთავაზეს - „ნაპოლი“ მას უკვე დიდი ხანია დიდი ყურადღებით აკვირდება
საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორს, ჯოვანი მანა უკვე დიდი ხანია ეძებს პერსპექტიულ ფეხბურთელს, რომელსაც საკუთარი სიტყვის თქმის პოტენციალი ექნება - ბოლო კვირების განმავლობაში, „ნაპოლის“ სპორტულ...































