ევროკავშირის ექვსი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრები თავშესაფრის მინიჭების წესების გამკაცრების ზომებზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ექვსი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრები თავშესაფრის მინიჭების წესების გამკაცრების ზომებზე შეთანხმდნენ.

გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, ავსტრიის, ჩეხეთისა და დანიის შინაგან საქმეთა მინისტრებისა და საშინაო საკითხებში ევროკომისრის, მაგნუს ბრუნერის შეხვედრა გერმანიის ყველაზე მაღალ მწვერვალ ცუგშპიცზე გაიმართა.

თავშესაფრის მინიჭების შეთანხმებული წესები, რომლებსაც ბრიუსელისგან დამტკიცება სჭირდება, ითვალისწინებს ევროკავშირის გარეთ არსებულ დაცულ ცენტრებში იმ მიგრანტების გადაყვანას, რომლებსაც თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრეს, ასევე ითვალისწინებს თავშესაფრის მინიჭების პროცედურის მესამე ქვეყნებში გავლას, ავღანეთსა და სირიაში დეპორტაციების დაშვებას.

გერმანიის ახალმა მთავრობამ უკვე გაამკაცრა საიმიგრაციო პოლიტიკა, მათ შორის, დააწესა სასაზღვრო კონტროლი და შეაჩერა ოჯახების გაერთიანების პროგრამა.

„ჩვენ, ყველანი შეშფოთებული ვართ, რომ ჩვენი ქვეყნის არალეგალური მიგრაციით გადატვირთვა ასევე ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზაციას. ჩვენ გვინდა, ვებრძოლოთ ამ პოლარიზაციას“, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ დობრინდტმა.

მინისტრების ერთობლივ დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ უკანონო მიგრაციის პრობლემასთან გასამკლავებლად გამოყენებული იქნება ვაჭრობა და განვითარების კუთხით დახმარება, რათა წაახალისონ მიგრანტების სამშობლოში დაბრუნება, გააძლიერონ მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობა. ასევე, ექვსი ქვეყანა შეთანხმდა ადამიანების საზღვარზე უკანონოდ გადამყვანი პირებისა და ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752911335

ახალი ამბები

გიორგი აბაშიშვილი - არ არსებობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, სარეიტინგო სააგენტო, ეკონომიკურ ანალიტიკაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მცირედიც მაინც მოლდოვას ახლოს დააყენებს საქართველოსთან!

„რადგან არ წყდება სრულიად არაკვალიფიციური მითები „მოლდოვური სასწაულის„ შესახებ, მოდით მხოლოდ ციფრებით ვთქვათ რეალობა და ეს ცოფრებიც მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან ავიღოთ,”- ამი...

გიორგი აბაშიშვილი

1752909353

ახალი ამბები

მმართველობის ეფექტიანობის და კორუფციის კონტროლის პროგრესით საქართველო 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია

„ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლების და კეთილდღეობის 2025 წლის ანგარიშგების ფარგლებში ბიუროკრატიის და კორუფციის გლობალური შეფასება გამოაქვეყნა. ინდიკატორი ზომავს იმას, თუ რამდენად ემორჩილებიან და იცავენ...

საქართველო

1752907479

ახალი ამბები

პაატა სალიამ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) პირველი მულტიფუნქციური გეოპორტალი - NSDI.GOV.GE ოფიციალურად წარადგინა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) პირველი მულტიფუნქციური გეოპორტალი - NSDI.GOV.GE ოფიციალურად წარადგინა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ინოვაციუ...

პაატა სალია

1752905950

ახალი ამბები

მარიამ ლაშხმა სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემ...

მარიამ ლაშხი

1752904808

მსოფლიო

ევროკავშირმა თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა

ევროკავშირმა თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შეამსუბუქა. როგორც თურქეთში ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაშია ნათქვამი, 15 ივლისიდან თურქეთის მოქალაქეებს შენგენის ზონაში სამოგზაუროდ ვიზის მიღ...

ევროკავშირმა თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა