ისრაელში შეიარაღებულმა პირმა სწრაფი კვების რესტორანში სროლა ატეხა - დაიღუპა 1 ადამიანი, სულ მცირე 10 კი დაშავდა

ისრაელის ქალაქ ბეერ-შევაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, 10 კი დაშავდა. როგორც The Times of Israel წერს, ტერორისტული აქტი ცენტრალურ ავტოსადგურზე, McDonald-ის რესტორანში მოხდა.

თავდასხმას 19 წლის ქალი შირა სრულიკი ემსხვერპლა, რომელიც ბეერ-შევაშის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი იყო.

„ის იმ დროს მოკლეს, როდესაც შეიარაღებული პირი ცენტრალურ ავტოსადგურზე, McDonald-ის რესტორანში შეიჭრა და შიგნით ცეცხლი გახსნა“, - წერს გამოცემა.

არსებული ცნობით, თავდამსხმელის ლიკვიდაცია შემთხვევის ადგილზე მოახდინეს ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა. ის იდენტიფიცირებულია როგორც 29 წლის აჰმად ალ-უკბი, რომელიც ისრაელის მოქალაქე იყო ბედუინების სოფელ უკბადან.

გავრცელებული ინფორმაციით, ის წარსულში ნასამართლევი იყო.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1728220640

სოციალური მედია

🎥 ლელა წურწუმიამ კესარია აბრამიძეს სიმღერა მიუძღვნა - „ჩუმად ნათქვამი“

18 სექტემბერს თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს მოდელი კესარია აბრამიძე. მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში, ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. კესარია აბრამიძის მკვ...

ლელა წურწუმია

1728216733

სოციალური მედია

„თბილისობა“ 4 შვილთან ერთად - რა კადრებს აქვეყნებს ბექა ხოფერია

ბექა ხო­ფე­რია წლე­ბის წინ, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რო­გორც პო­ლი­ტი­კოს ხა­თუ­ნას ხო­ფე­რი­ას ვაჟი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი რო­გორც მომ­ღე­რალ თიკა ჯამ­ბუ­რი­ას მე­უღ­ლე ისე გა­იც­ნო. მათ საერთო შვილი ნინა ჰყავ...

ბექა ხოფერია

1728214141

სოციალური მედია

„ყველა და ყველაფერი ლამაზია ამ ქალაქში“ - ნინი შერმადინი ტრიუმფალურ თაღთან პოზირებს

ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც ბოლო წლებია ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს, მისი კარიერა თუ პირადი ცხოვრება მუდმივად ინტერესის საგანს წარმოადგენს, ამიტომ იგი გამომწერებს მისი ცხოვრების მნ...

ნინი შერმადინი

1728211167

საზოგადოება

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქედის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა. არსებული ცნობით, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა, სოფელ ბზუბზუ...

პოლიციაპოლიცია

1728209756

საზოგადოება

ოკუპირებულ ცხინვალში სროლის შედეგად „სამართალდამცავი ორგანოს“ 2 თანამშრომელი დაიჭრა

ოკუპირებულ ცხინვალში, სტალინის ქუჩაზე სროლა იყო. როგორც Кавказский Узел წერს, შედეგად  ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს 2 თანამშრომელი დაიჭრა. გამოცემის წყაროს ცნობით, ერთმანეთის მისამართით გასროლა მილიცი...

ზოგადი