POLITICO: „ვენსს ვძულვართ“ - ევროპის შიში გრენლანდიის გამო იზრდება, რადგან მოლაპარაკებებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ერთვება
ამერიკის მხრიდან გრენლანდიის მითვისების მუქარების ფონზე, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი და მისი გრენლანდიელი კოლეგა ვაშინგტონში გაემგზავრნენ - როგორც თავად იმედოვნებდნენ - სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული მოლაპარაკებების გასამართად, თუმცა, მათი გეგმა, რომელიც მშვიდ დიპლომატიურ საუბარს ითვალისწინებდა, თეთრ სახლში დაძაბულ პირისპირ შეხვედრაში გადაიზარდა ევროკავშირის დაუძინებელ მტერთან, ჯეი დი ვენსთან - წერს გამოცემა POLITICO.
გასული წლის განმავლობაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა „ძველი კონტინენტის“ მიმართ მტრული დამოკიდებულებით გაითქვა სახელი. ევროპის მრავალ მთავრობას აშინებს მისი ხისტხაზოვანი გავლენა პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე, როდესაც საქმე ეხება დიდი ხნის მოკავშირისთვის ტერიტორიის წართმევას.
„ათ მინისტრსა და მაღალჩინოსანს შორის, რომლებიც POLITICO-ს ამ სტატიისთვის ანონიმურობის დაცვით ესაუბრნენ, არცერთი არ მიიჩნევდა ვენსს მოკავშირედ - როგორც გრენლანდიის საკითხზე მოლაპარაკებებში, ისე ზოგადად, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში“, - აღნიშნავს გამოცემა.
„ვენსს ვძულვართ“, - განაცხადა ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა, რომელმაც, ამ სტატიაში ციტირებული სხვა პირების მსგავსად, ანონიმურობის პირობით ისაუბრა.
განცხადებამ იმის შესახებ, რომ გრენლანდიის თაობაზე ვაშინგტონში გამართულ მოლაპარაკებებს ვიცე-პრეზიდენტი უხელმძღვანელებდა, ევროპული მხარე შეაშფოთა.
„ის ხისტი მოთამაშეა“, - დასძინა იმავე დიპლომატმა. „მისი იქ ყოფნის ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს და ვფიქრობ, ეს შედეგისთვის უარყოფითის ნიშანია“.
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მას გრენლანდიაზე „საკუთრების უფლების“ მოპოვება სურს და ამას მიაღწევს ან მოლაპარაკებების გზით, ან, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა სამხედრო ძალის გამოყენებითაც.
თეთრი სახლის მხრიდან მომავალმა აგრესიულმა რიტორიკამ ამერიკის ნატოელი მოკავშირეები შეაშფოთა და დანიის მხრიდან გაფრთხილებები გამოიწვია იმის შესახებ, რომ მსგავსი ნაბიჯი გაანადგურებს ომისშემდგომ დასავლურ ალიანსს. სხვები კი აცხადებენ, რომ საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელსაც ტრანსატლანტიკური ურთიერთობები ეყრდნობა, ეს პროცესი უკვე ფატალურია.
„ცოტა თუ დაივიწყებს ევროპაში ვენსის თავდასხმებს ზელენსკიზე გასული წლის თებერვალში, ოვალურ კაბინეტში გამართული დაპირისპირებისას. ვენსმა ასევე შოკში ჩააგდო და თავზარი დასცა ევროპელებს, როდესაც ისინი მკაცრად გააკრიტიკა უკიდურეს მემარჯვენეებთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო და მწარედ დაიჩივლა იმის თაობაზე, თუ რამდენად ეზარებოდა ამერიკას ევროპის უსაფრთხოების საფასურის გადახდა“, - აღნიშნულია სტატიაში.
ევროკავშირის ზოგიერთი მაღალჩინოსნის თქმით, მაშინ როცა ტრამპის ყურადღების გადატანა შესაძლებელია, ვენსი ევროპისადმი თავის მტრობაში უფრო იდეოლოგიური ჩანს. ეს რისკის შემცველი იქნება არა მხოლოდ გრენლანდიისთვის, არამედ ნატოსა და უკრაინისთვისაც. ევროკავშირის ზოგიერთი დიპლომატი ტრამპის ტერიტორიულ ამბიციებს იმ საერთო სურათის ნაწილად განიხილავს, რომელიც მოიცავს ვენსის თავდასხმებსა და თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას - ეს უკანასკნელი კი მიზნად ისახავს ევროპული დემოკრატიის გარდაქმნას ტრამპის MAGA მოძრაობის მიზნების მისაღწევად.
1768496562
მსოფლიოფაშინიანი: ყველაფერი გავაკეთეთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავფანტოთ ირანის ისლამური რესპუბლიკის, ჩვენთვის მეგობარი და მოძმე ქვეყნის, ყველა შეშფოთება
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი ყურადღებით ეკიდება ირანის ისლამური რესპუბლიკის განცხადებებს და გააგრძელებს ნაბიჯების გადადგმას მეგობარი ქვეყნის ყველა შეშფოთების გას...
1768495373
საზოგადოებათამარ იოსელიანი: ავიაციის სექტორისთვის 2025 წელი ყველა მიმართულებით რეკორდული იყო, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება აუცილებელია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველოს ავიასექტორის ზრდის პირობებში მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაც, რომელიც დამატებით...
1768491094
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ფრანგული ADP Group-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ჩადებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ფრანგული ADP Group-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის ინ...
1768488640
მსოფლიოტრამპი: ირანელ დემონსტრანტს სიკვდილით აღარ დასჯიან, ეს კარგი ამბავია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის სასამართლოს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 26 წლის დემონსტრანტს, ერფან სოლტანის სიკვდილით აღარ დასჯის. „ფოქს ნიუსი: „პრ...
1768487930
საზოგადოებაGroupe ADP თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაზე მომდევნო წლებში 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ (UAG) და TAV Georgia-მ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე შეთანხმება გააფორმ...



























