Reuters: ნატო ყოველწლიური სამიტების გაუქმებას განიხილავს

ნატო ყოველწლიური სამიტების ჩატარების ბოლოდროინდელი პრაქტიკის შეწყვეტას განიხილავს. ამის შესახებ Reuters-ს ექვსმა წყარომ განუცხადა.

ნატოს სამიტების სიხშირე ალიანსის 77-წლიანი ისტორიის განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა მისი ლიდერები 2021 წლიდან ყოველ ზაფხულს იკრიბებიან და წელს 7 და 8 ივლისს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში შეხვდებიან.

თუმცა, სააგენტოს წყაროების ცნობით, ზოგიერთი წევრი ტემპის შენელებას დაჟინებით მოითხოვს.

ერთ-ერთმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ალბანეთში დაგეგმილი 2027 წლის სამიტი, სავარაუდოდ, შემოდგომაზე გაიმართება და ნატო განიხილავს სამიტის საერთოდ არ ჩატარებას 2028 წელს – აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წელს და ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო სრული კალენდარული წლის განმავლობაში.

კიდევ ერთმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ზოგიერთ ქვეყანას სამიტების ორ წელიწადში ერთხელ ჩატარება სურს და დასძინა, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და საბოლოო სიტყვა გენერალურ მდივანს მარკ რუტეს ეკუთვნის.

„ნატო გააგრძელებს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების რეგულარულ შეხვედრებს და სამიტებს შორის ნატოს მოკავშირეები გააგრძელებენ კონსულტაციებს, დაგეგმვას და გადაწყვეტილებების მიღებას ჩვენი საერთო უსაფრთხოების შესახებ“, - განუცხადა სააგენტოს ნატოს წარმომადგენელმა.

ორმა წყარომ ტრამპი ერთ-ერთ ფაქტორად დაასახელა, მაგრამ რამდენიმე მათგანმა აღნიშნა, რომ უფრო ფართო მოსაზრებებიც იყო განხილული.

„უკეთესია, ნაკლები სამიტები გვქონდეს, ვიდრე ცუდი სამიტები. ჩვენ ბევრი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი, ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777312639

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: არც ჰერჩინსკისთან და არც სხვებთან ჩვენ პირადული არაფერი გვაქვს, ისინი არიან გამხმოვანებლები იმ დავალებების და იმ მესიჯბოქსების, რომლებსაც იღებენ - მწარდებიან, რომ მათი სახე დაინახა საზოგადოებამ, რეალურად ვინ არიან

არც ჰერჩინსკისთან და არც სხვებთან ჩვენ პირადული არაფერი გვაქვს, ისინი არიან გამხმოვანებლები იმ დავალებების და იმ მესიჯბოქსების, რომლებსაც იღებენ, - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ გორგასლის ო...

 ირაკლი კირცხალიამ

1777309893

საზოგადოება

იონათამიშვილი: „ნაცებმა“ და მისმა სატელიტებმა მდინარაძე დააქვეითეს - სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი აკოორდინირებს სუსს, შსს-ს, სდსს-ის, ასევე, მისი კომპეტენციაა კოორდინაცია პროკურატურასთან, აუდიტის სამსახურთან და სასამართლოსთან

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიას ეხმიანება და პარ...

რატი იონათამიშვილი

1777309464

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: არ მქონია საშუალება და მინდა სულხან თამაზაშვილს მივულოცო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა

არ მქონია საშუალება და მინდა სულხან თამაზაშვილს მივულოცო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ უ...

 ირაკლი კირცხალია

1777309108

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში შევა ცვლილება, სადაც დაემატება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა - მიმდინარე კვირის ოთხშაბათს იქნება მეორე და მესამე მოსმენა

მიმდინარე კვირის ოთხშაბათს იქნება მეორე და მესამე მოსმენები და უკვე მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში ცვლილება შევა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდო...

ირაკლი კირცხალია

1777308131

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: მინდა მთელი გუნდის სახელით მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს კოლოსალური შრომისთვის, რაც მან გასწია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე

მინდა მთელი გუნდის სახელით მადლობა გადავუხადო კოლოსალური შრომისთვის, რაც მან გასწია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნებ...

ირაკლი კირცხალია