შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ „უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება“ მოითხოვა - ის დაკავებას უსამართლოს იმიტომ უწოდებს, რომ ის ამ ძალადობას ამართლებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა.

 

„გუშინ, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ „უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება“ მოითხოვა. ერთი რამე უნდა გვესმოდეს. როდესაც პაველ ჰერჩინსკი მოლოტოვის კოქტეილის მსროლელზე, პიროტექნიკის დამმიზნებელზე, პოლიციელზე წიხლებით შემდგომზე ამბობს, რომ უსამართლოდაა დაკავებული, ის იმას კი არ ამბობს, რომ მოლოტოვი არ უსვრია ერთს ან წიხლით პოლიციელზე არ შემდგარა მეორე. ის დაკავებას უსამართლოს იმიტომ უწოდებს, რომ ის ამ ძალადობას ამართლებს - კი, მოლოტოვის კოქტეილი სასროლი იყო და იმიტომ ესროლა; კი, წიხლებით შესადგომი იყო და შედგა კიდეც; კი, პიროტექნიკაც უნდა ესროლა და ჯობდა უკეთ დაემიზნებინა - ესაა, როგორც ჩანს, მისი სათქმელი.ამიტომაც არის, რომ ვერ ნახავთ მის ვერც ერთ, ხაზს ვუსვამ, ვერც ერთ განცხადებას, სადაც მან ეს ქუჩის ძალადობა დაგმო.

არადა, თითქოს, რა უდგას წინ იმის თქმას, რომ ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობა, ელჩის ლექსიკითვე რომ ვთქვათ, ამაზრზენია. მაგრამ არა, არც ერთი გადაბრუნებული სიტყვაც კი. ამ პოსტის შემდეგაც, არა.ადამიანის უფლებების უპატივცემულობა და ღირებულებების თავდაყირა დაყენება, უცხოელ პოლიტიკოსთა თუ დიპლომატთა რიტორიკაში, სამწუხარო ყოველდღიურობად იქცა. ადამიანის უფლებების უპატივცემულობითაა გამოწვეული, რომ დარღვევის საზომად იქცა თავდამსხმელი და არა მსხვერპლი.

თქვი, რომ ხარ „პროევროპელი“ და მაშინ მოლოტოვის კოქტეილიც და წიხლიც ლეგიტიმური ბრძოლის იარაღია. თქვი, რომ შენი მიზანი „დიადია“ და მაშინ შენი ყველა საშუალება გამართლებულია (როგორ გინდა, აქაც, საბჭოთა კავშირი არ გაიხსენო). ეს არის, სინამდვილეში, რასთანაც გვაქვს საქმე. თუ ევროკავშირის სახელით ძალადობ, მაშინ შენი ძალადობა პროევროპული ანუ სამართლიანია, ხოლო შენი დასჯა - უსამართლო. ეს ჯერ კიდევ მაშინ თქვეს, როდესაც ბრიუსელმა „მე ვისროლე“ კამპანია დააფინანსა და დღისით, მზისით, ევროპარლამენტარებით და დიპლომატებით, ლამის ეროვნულ გმირად გამოგვიცხადეს მოძალადე, რომელიც მოლოტოვის კოქტეილით ადამიანის ცოცხლად დაწვას ცდილობდა.

გინახავთ სადმე ევროკავშირის ელჩის სინანული ამაზე? არა. ამასობაში კი, ხალხში უკვე გაჩნდა ტერმინი - „პროევროპული ძალადობა" და ამ ვითარების ყურება, მართლაც გულსატკენია.

P.S. და აქვე სტანდარტული წინადადება მოსალოდნელი ვიქტიმიზაციის თავიდან ასაცილებლად. არა, ეს არ არის ელჩზე თავდასხმა, ეს არის ლეგიტიმური კრიტიკა, რომელსაც თვითრეფლექსია და პასუხი სჭირდება“, - წერს სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი. 

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752934927

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: 31 აგვისტო იქნება თუ სხვა თარიღი, იქამდე, ვიდრე „ქართული ოცნების“ ეროვნული ხელისუფლებაა ქვეყნის მართვის სადავეებთან, არავითარი კომპრომისი არ იქნება იმ საკითხებზე, რომლებიც არის კავშირში ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღესთან

 პირდაპირ არის დაფუძნებული ვიღაცის სურვილებზე, ვიღაცის გემოვნებაზე, რომ როგორც უნდათ ამ ბუნდოვანი კრიტერიუმების საფუძველზე დაიწყონ შანტაჟი იმ ხელისუფლებისა, რომელიც არ არის მათი დავალებების შემსრულებე...

თორნიკე ჭეიშვილ

1752932421

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია სახელმწიფო კამერული გუნდისა და ანსამბლ „ბასიანის“ მოსმენას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია რუსთაველის სახელობის მცირე დარბაზში გამართულ სახელმწიფო კამერული გუნდისა და ანსამბლ "ბასიანის" მოსმენას დაესწრო. ღონისძიებაზე შესრ...

გიორგი გაბუნია

1752929603

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალია და კურსი უნდა შევცვალოთ - როგორც ჩანს, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი არ ჭრის და დამატებითი ზომებია საჭირო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტის განცხადებას გამოეხმაურა. „შარშან გვეუბნებოდნენ, ევ...

მამუკა მდინარაძე

1752927308

ახალი ამბები

მარიამ ლაშხი და გივი მიქანაძე სახელმწიფო კოლეჯების დირექტორებს შეხვდნენ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯების დირექტ...

მარიამ ლაშხი და გივი მიქანაძე სახელმწიფო კოლეჯების დირექტორებს შეხვდნენ

1752925230

ახალი ამბები

ლაშა გეგეჭკორი: ევროპარლამენტი ამბობს რომ საქართველოს, 1 200 000 მოქალაქე, ვინც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” ხმა მისცა - „ხალხი არ არის” და ის დგას მხოლოდ ხალხის იმ ნაწილთან, ვინც ოპოზიციას უჭერს მხარს

ჟურნალისტი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ევრობიუროკრატთა მხრიდან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შანტაჟს ეხმიანება და აღნიშნავს „ევროპარლამენტი ამბობს რომ საქართველოს, 1 200 000 მოქალაქე, ვინც 2024 წლის...

ლაშა გეგეჭკორი