სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე: ევროკავშირო, გაიღვიძე! დროა გაიღვიძო და ღირებულებებით იცხოვრო. დაიწყო იმ ღირებულებების განხორციელება, რომელსაც ასე მტკიცედ ემხრობი - დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა

რა ხდება დღეს მსოფლიოში? ვიჩოქებთ ძლევამოსილი ქვეყნების წინაშე, რომლებსაც სურთ იყვნენ მსოფლიოს მმართველები?! – განაცხადა სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე ურსკა კლაკოჩარ ზუპანციემ დუბროვნიკის ფორუმის გახსნით სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, ევროკავშირი იყო ოცნება, ოცნება ქვეყნებზე, განსხვავებულ ერებზე, განსხვავებულ ეთნიკურ ჯგუფებსა და განსხვავებულ რელიგიებზე.
„სად არის ევროპელი ხალხის ერთიანი ხმა, როდესაც მსოფლიოში სისასტიკეებს ეხება საქმე, იქნება ეს ევროპასთან ახლოს თუ უფრო მოშორებით? რატომ ვდუმვართ? და რატომ ვაკვირდებით? ან მხოლოდ ერთ-ორ სიტყვას ვიტყვით და არაფერს ვაკეთებთ.
რატომ არაფერს ვაკეთებთ გულწრფელად რომ ვთქვათ?! ახლა, თქვენ წინაშე ვდგავარ და გთხოვთ, არ იყოთ ჩუმად, არ იყოთ უმოქმედოდ. სიცოცხლის გადარჩენა ამად ღირს. იქნება ეს ისრაელის, პალესტინის, უკრაინის თუ რუსეთის მხარე. ევროკავშირო, გაიღვიძე! დროა გაიღვიძო და ღირებულებებით იცხოვრო. დაიწყო იმ ღირებულებების განხორციელება, რომელსაც ასე მტკიცედ ემხრობი - დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, კაცობრიობის დაცვა. ასე გვამოძრავებს კაპიტალი, რომ ვერ ვხედავთ რა ხდება ჩვენს თვალწინ? ვიმედოვნებ, რომ ადამიანობა გაიმარჯვებს. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირი ფეხზე წამოდგება და დაიწყებს იმის კეთებას, რაზედაც ამდენი წელია ვსაუბრობთ. კაცობრიობა უპირველეს ყოვლისა“, - აღნიშნა მან.
1752259368
მსოფლიოზელენსკი: მაღალი დონის პოლიტიკური სიგნალებია, მათ შორის აშშ-სგან, ძლიერ ნაბიჯებს ველით რუსეთის წინააღმდეგ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობა გაგრძელდება და ახლა უკრაინის მთავრობას უკვე აქვს „კარგი სიგნალები“, კერძოდ, სამხედრო დახმარების მიწოდების განახლებ...
1752259288
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი ევროპის საკითხებში ჩინეთის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
დუბროვნიკის ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელთან ევროპის საკითხებში ლუ შაიესთან. შეხვედრ...
1752258298
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს შეხვდა
დუბროვნიკის 2025 წლის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს გორდან გრილიჩ რადმანს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ი...
1752252910
საზოგადოებაგიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეხვდა. შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ დევნილი მოსახლეობის პრობლემები და საჭი...
1752252388
ახალი ამბებიზაზა გოგსაძე: დუბროვნიკის ფორუმი უკვე ტრადიციული და პოპულარული ფორუმია მთელს მსოფლიოში. ქალბატონი მაკა სიტყვით გამოვა ფორუმზე, იქნება ორმხრივი შეხვედრები როგორც საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ასევე, სხვა ოფიციალურ პირებთან
დუბროვნიკის ფორუმი უკვე ტრადიციული და პოპულარული ფორუმია მთელს მსოფლიოში, ყოველწლიურად ტარდება, - განუცხადა ჟურნალისტებს ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაზა გოგსა...