სომხეთის საგარეო უწყება თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა - სომხეთი იყო და რჩება დაინტერესებული რეგიონული ურთიერთკავშირების გაფართოებით და ეკონომიკური განვითარებით

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის პრეზიდენტის მიერ ე.წ. ზანგეზურის დერეფნის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც სომხეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, „სომხეთი იყო და რჩება დაინტერესებული რეგიონული ურთიერთკავშირების გაფართოებით და ეკონომიკური განვითარებით. სწორედ ამ გაგებით სომხეთის რესპუბლიკამ წამოიწყო ინიციატივა „მშვიდიბის გზაჯვარედინი“ და წარადგინა შესაბამისი ცალკეული იდეები, გადაწყვეტილებები და კონსტრუქციული წინადადებები“.
„ჩვენი მოსაზრებით, მათ შეუძლიათ, უზრუნველყონ ორმხრივად სასარგებლო შედეგები როგორც რეგიონის ქვეყნებისთვის, ისე პარტნიორებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კომუნიკაციების უფრო ფართო გეოგრაფიული ქსელის განვითარებით. როგორც ადრე, ისე ახლაც სომხეთის რესპუბლიკის ხედვა რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვის შესახებ დაფუძნებულია სუვერენიტეტის, კომუნიკაციებზე ეროვნული იურისდიქციის ფუძემდებლურ პრინციპებზე და, როგორც ცნობილია, არ გულისხმობს სხვა ლოგიკას. მსჯელობა დაინტერესებულ პარტნიორებთან გრძელდება“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ „სომხეთი, რომელიც თავდაპირევლად ზანგეზურის დერეფნის წინააღმდეგ გამოდიოდა, ახლა უფრო მოქნილ მიდგომას მისდევს ეკონომიკურ ინტეგრაციაში მონაწილეობის თვალსაზრისით“.
1751728950
ახალი ამბებისხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ ქართველი ემიგრანტების სახელით გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან
სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ ქართველი ემიგრანტების სახელით გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან. ქართველი ემიგრანტები გავრ...
1751728855
საზოგადოებამერიკო კარტოზია: ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტები ემიჯნებიან განცხადებას, რომელიც გაკეთდა გარკვეული ჯგუფის მიერ, თითქოს ემიგრაცია ემიჯნება სახელმწიფოს და ევროკავშირს სთხოვს დაუწესოს სანქციები - ჩვენ არ ვიზიარებთ ამ განცხადებას
სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი ემიგრანტების სახელით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან. ქართველი ემიგრანტები გა...
1751726195
საზოგადოებაქართული დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი ემიგრანტების სახელით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან
სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი ემიგრანტების სახელით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან. საქმე ეხება მედიაში გაჟ...
1751724557
საზოგადოებამაია ბითაძე: რევოლუცია დაივიწყოს ყველამ, ამ ქვეყანაში რევოლუცია აღარ მოხდება და ყველაზე დიდი გეგმა, რაც საქართველოს მთავრობას აქვს, ეყრდნობა ქართველი ხალხის გონიერებას
რევოლუცია დაივიწყოს ყველამ, ამ ქვეყანაში რევოლუცია აღარ მოხდება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ. მისი გა...
1751723855
საზოგადოებამაია ბითაძე: უცხოეთშიც კარგად ხვდებიან, რომ რადიკალური ოპოზიციის შანსი ნულია - თვითგანადგურების ისტორიული მაგალითი გვაქვს, როგორ შეიძლება ოპოზიციამ ქვეყანაში საკუთარ თავს ბოლო მოუღოს
უცხოეთშიც კარგად ხვდებიან, რომ რადიკალური ოპოზიციის შანსი ნულია, მიუხედავად იმისა, ისინი შეერთდებიან, გაიყოფიან თუ სხვა ფორმით იქნებიან გადახალისებულად წარმოდგენილები, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პა...