The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მოულოდნელი ვიზიტით მოსკოვს ეწვია
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი სამშაბათს მოულოდნელი ვიზიტით მოსკოვს ეწვია, ეს რუსეთის დედაქალაქში მისი პირველი საჯაროდ ცნობილი ვიზიტია, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
ვიზიტის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა ის ემთხვევა აშშ-ის ძალისხმევას, დაასრულოს რუსეთის შეჭრა უკრაინაში და ირანის კონფლიქტი. The Wall Street Journal-ი იტყობინება, რომ აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი უკრაინაში შესაძლო სამხედრო მობილიზაციისთვის ემზადება და ნატოს სიმტკიცის გამოცდას გეგმავს.
ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ რეტკლიფი ვლადიმირ პუტინს პირადად შეხვდეს, რათა მას მკაცრი გაფრთხილება გადასცეს. „ვიზიტის მიზანი შეიძლება იყოს პირდაპირი სიგნალი: „ვიცით, რასაც გეგმავთ და უკან დაიხიეთ“, - განმარტავს ეროვნული დაზვერვის დირექტორის ყოფილი მოადგილე, ბეთ სანერი. მისივე თქმით, შეხვედრაზე შესაძლოა ირანში ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებებში ახალი მოთამაშეების ჩართვის საკითხი განიხილონ, განსაკუთრებით აშშ-ის მიერ თეირანის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციებისა და კრემლის მხარდაჭერის ფონზე.
უკრაინისა და ირანის კონფლიქტების ფონზეც კი აშშ და რუსეთი სამუშაო კონტაქტებს ინარჩუნებენ. უკრაინის საკითხზე გამართულ სამიტზე პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინს ალასკაზე უმასპინძლა. გარდა ამისა, ტრამპის ადმინისტრაციამ მიაღწია რუსეთში დაკავებული სამი მოქალაქის გათავისუფლებას.
1787682130
საზოგადოებადავით ქართველიშვილი: ვნუკოვოში სტრატეგიული C-17-ის გამოჩენა მეტყველებს, რომ მხარეები იმყოფებიან აქტიური არაოფიციალური მოქმედებების ფაზაში
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში Boeing C-17A Globemaster III-ის ტიპის მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის დაჯდომას ეხმიანება. ქართველიშვილის შეფასები...
1787680187
საზოგადოებათორნიკე ფაღავა: თამარ ჩერგოლეიშვილის მსგავსი პოლიტიკოსების მხრიდან არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს და გვეწყინოს. მილიონობით დოლარი დახარჯა ფონდმა „ქართუმ“ იმისთვის, რომ ფილტვის ცენტრის ულტრათანამედროვე კლინიკა შეექმნა აბასთუმანში
თამარ ჩერგოლეიშვილის მსგავსი პოლიტიკოსების მხრიდან არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს და გვეწყინოს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას ეხმ...
1787678454
საზოგადოებაოთარ ანგურიძე: ნებისმიერი კამპანია, რაც მიმართული იქნება ამ ე.წ. სესხების ჩამოწერასთან, ბუნებრივია პირდაპირ არის ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელებული ცრუ კამპანია
„ნებისმიერი კამპანია, რაც მიმართული იქნება ამ ე.წ. სესხების ჩამოწერასთან, ბუნებრივია პირდაპირ არის ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელებული ცრუ კამპანია“, - განაცხადა ანალიტიკოსმა ოთარ ანგურიძემ „ქარ...
1787676136
მსოფლიოკანადამ განაცხადა, რომ სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, დაახლოებით 700 დასახელების ამერიკულ პროდუქტზე 50%-მდე ტარიფების დაწესებას გეგმავს
კანადამ განაცხადა, რომ სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, ოტავასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე, დაახლოებით 700 დასახელების ამერიკულ პროდუქტზე 50%-მდე ტარიფების დაწესებას გეგ...
1787674122
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ვულოცავ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახეთის ხალხს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას, დარწმუნებული ვართ, ეს არჩევნები ხელს შეუწყობს ყაზახეთის შემდგომ განვითარებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაური ულოცავს პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახეთის ხალხს...


























