ვიქტორ ორბანი: ევროპელმა ლიდერებმა უკვე გადაწყვიტეს - ევროპა ომში მიდის. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა ვილოცოთ
ბრიუსელის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა თუ გვეყოლება, ისინი ომში ჩაგვითრევენ, თუ ეროვნული მთავრობა გვეყოლება, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, ამას თავი ავარიდოთ, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.
მისი თქმით, ევროპა კონფლიქტისკენ სწრაფად მიიწევს და ომის ესკალაციის ბოლო ფაზაშია.
„ომი შორს არ არის. პოლიტიკურად ის ახლოსაა. ევროპელმა ლიდერებმა უკვე გადაწყვიტეს - ევროპა ომში მიდის. ეს ოფიციალური პოლიტიკაა. მათ სურთ, რომ 2030 წლისთვის მზად იყვნენ. ევროპა ახლა ოთხსაფეხურიანი ომის ესკალაციის ბოლო ფაზაშია: დიპლომატიური კავშირების გაწყვეტა; ეკონომიკის საომარ რეჟიმში გადაყვანა; სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენა; პირდაპირი კონფრონტაციისთვის მზადება. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა ვილოცოთ. ეს სიტუაცია ჩვენს ძალებს აღემატება. კითხვა ასეთია: შეგვიძლია თუ არა ომის თავიდან არიდება? ჩვენ ძალა გვჭირდება. უნგრეთი საკმარისად ძლიერი უნდა გახდეს არა მხოლოდ იმისთვის, რომ ომს უარი უთხრას, არამედ იმისთვისაც, რომ მისგან თავი შორს დაიჭიროს. ომის ეშმაკები ყოველთვის ცდილობენ, ხალხი დაარწმუნონ, რომ ომი მათ სარგებელს მოუტანს. ჩვენ ეს უნდა უარვყოთ და მშვიდობისთვის დავდგეთ“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
მან ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის გადაწყვეტილებები, რის გამოც უნგრეთის ხმა სანქციების პოლიტიკაში უკანა ფლანგზე გადაიწია.
„ეს სრული თავხედობაა. ევროკავშირმა სანქციები სავაჭრო პოლიტიკად გადააკვალიფიცირა, ამიტომ მათ ერთსულოვანი გადაწყვეტილებები აღარ სჭირდებათ. ამან მათ საშუალება მისცა, ჩვენთვის გვერდი აევლოთ. ეს უპატივცემულობის აქტია“, - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
1765100977
მსოფლიოდიმიტრი პესკოვი - დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ სტრატეგიაში შეტანილი ცვლილებები მრავალი თვალსაზრისით მოსკოვის ხედვას შეესაბამება
დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ სტრატეგიაში შეტანილი ცვლილებები მრავალი თვალსაზრისით მოსკოვის ხედვას შეესაბამება – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკე...
1765099365
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ლაშა შერგელაშვილზე: უღალატა თავის ქვეყანას, ასეთ ადამიანებს უსამშობლოებს ტყუილად არ ვეძახით, ისინი მხოლოდ ეთნიკურად ქართველები არიან, სამწუხაროდ, დანარჩენი - ემსახურებიან უცხო ძალებს
„მან უღალატა შინაგან საქმეთა სამინისტროს, უღალატა თავის ქვეყანას, თუმცა ჩვენ ასეთ ადამიანებს უსამშობლოებს ტყუილად არ ვეძახით“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმ...
1765096642
მსოფლიოინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა
ინდონეზიაში წყალდიდობების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 900-ს გადააჭარბა, დაკარგულად კიდევ ასობით ადამიანი ითვლება. წყალდიდობები და მეწყრული პროცესები კუნძულზე ციკლონმა „სენიარმა“ გამოიწვია. განადგურებული...
1765091897
საზოგადოებალევან მახაშვილი „კამიტზე“: გამოძიებამ უკვე დაადასტურა, რომ ეს იყო უცხოეთში კარგად დაგეგმილი და საქართველოში რადიკალური ჯგუფების, ე.წ. კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის მიერ გაკეთებული საინფორმაციო ტერორიზმი
ლევან მახაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „კამიტის“ საქმეზე გამოძიების შედეგებს ეხმაურება. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთ...
1765091734
მსოფლიოგოაზე ღამის კლუბში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
ინდოეთში, გოაზე, ერთ-ერთ პოპულარულ ღამის კლუბში ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ცხედრების უმეტესობა სამზარეულოსთან აღმოაჩინეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დაღუპულების დიდი ნა...


























