იტალიაში, ქალაქ ბარიში ქართველი ემიგრანტი ქალბატონი გარდაიცვალა

 იტალიაში, ქალაქ ბარიში ქართველი ემიგრანტი ქალბატონი გარდაიცვალა

იტალიაში, ქალაქ ბარიში ქართველი ემიგრანტი ქალბატონი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფრომაცია, სოციალურ ქსელში, გარდაცვლილის მეგობრებმა გაავრცელეს.

 

ემიგრანტი ქალბატონი ხ.ბ. სან პაულოს საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში კორონა ვირუსის ინფექციით იმყოფებოდა.

“ძალიან დამწყდა გული. ნათელში იყოს შენი ლამაზი სული. ძალიან კარგი ადამიანი იყავი და დარჩები ჩვენს გულებში. სიტყვები არ მაქვს. ხარობდი შენი ოჯახით, სულ იქით გქონდა სული და გული“ – ამ სიტყვებით ემშვიდობებიან ემიგრანტები გარდაცვლილ ქალბატონს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონი ხ.ბ. დღეს გარდაიცვალა.

exclusivetv.ge

ასევე იხილეთ