რა შესაძლებლობა აქვს საქართველოს ემიგრანტების დაბრუნებისას

 რა შესაძლებლობა აქვს საქართველოს ემიგრანტების დაბრუნებისას

ემიგრაციაში 90-იანი წლებიდან და თუნდაც უფრო ადრე წასული თანამოქალაქეების დაბრუნების შანსი მინიმალურია. ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ უცხოეთის წამყვან ქვეყნებში მცხოვრები, მაღალმწარმოებლური რესურსის და კაპიტალის მქონე ადამიანებს სამშობლოში დაბრუნება ხშირად უჭირთ, ხოლო თუკი ხელისუფლების მხრიდან მათ დასაბრუნებლად ქმედითი ნაბიჯები თუ არ გადაიდგმევა, შეიძლება, ეს ადამიანების საერთოდ მოწყდნენ სამშობლოს. როგორც სოსო არჩვაძე აცხადებს, მსოფლიოს იშვიათად ახსოვს შემთხვევები, როცა ემიგრაციიდან დაბრუნებული ადამიანები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში აქტიურად ჩაბმულან, როგორც მაგალითად, თურქეთში, სადაც ევროპიდან მდიდარი გამოცდილებით დაბრუნებულმა თურქებმა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას დაუდეს სათავე, რის წყალობითაც იგი დღესაც ერთ-ერთი წამყვანე, მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში.

,,ჩვენ გვჭირდება 90-იან წლებში და უფრო ადრინდელ პერიოდში საქართველოდან გასულთა  დაბრუნება, რადგან ისინი არა მარტო  ჩვენი თანამემამულეები არიან, გარკვეული ცოდნა, მართვის, მენეჯმენტის, შრომის და წარმოების კულტურის მდიდარი გამოცდილება გააჩნიათ. ამ თვალსაზრისით, მათი დაბრუნება საქართველოში მისასალმებელია. მაგალითად, თურქეთი, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჩამორჩენილი იყო , 70-90-იანი წლებიდან შეძლო განვითარება და ეს არა მარტო მაშინდელი პრემიერის და მერე უკვე პრეზიდენტის ოზალის დამსახურება იყო, არამედ იმის ღვაწლი, რომ ასი ათასობით თურქმა მოქალაქემ, ასე ვთქვათ, ,,სტაჟირება” გაიარა დასავლეთ  გერმანიის, საფრანგეთის და რიგი სხვა ქვეყნების მოწინავე წარმოების და მომსახურების სფეროებში და ამ გამოცდილებით დაუბრუნდა სამშობლოს. ჩვენ ემიგრანტების დაბრუნება სამშობლოში ამ კუთხითაც უნდა განვიხილოთ, განსაკუთრებით მათი, რომლებსაც დიდი გამოცდილება, საკმაოდ წარმატებული ბიზნესი აქვთ უცხოეთში, მათი დაბრუნება ხელს შეუწყობს არა მარტო ამ ცოდნისა და კაპიტალის დაბრუნებას სამშობლოში, არამედ სტიმულს მისცემს ეკონომიკის დანარჩენ დარგებს, მულტიპიკატორის როლი შეასრულონ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, სამრეწველო კულტურის  ზრდასა და სრულყოფაში. ამ კუთხითაც მისასალმებელია ნებისმიერი პრაქტიკული ნაბიჯი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება გადადგამს ამ კატეგორიის ემიგრანტების დაბრუნების მიზნით”, – აცხადებს სოსო არჩვაძე.

ასევე იხილეთ

error: გაფრთხილება: კონტენტი დაცულია!!!