ქუთაისის აეროპორტის განცხადება: ძალიან კარგი ამბავი უნდა გაგიზიაროთ!

 ქუთაისის აეროპორტის განცხადება: ძალიან კარგი ამბავი უნდა გაგიზიაროთ!

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ოფიციალურ Facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს და აქვეყნებს განახლებული აეროპორტის ახალ ფოტოებს, გთავაზობთ უცვლელად:

“ძალიან კარგი ამბავი უნდა გაგიზიაროთ 🎉🎉🎉
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სარემონტო სამუშოები დასასრულს უახლოვდება და სულ მალე ახალ ტერმინალში გიმასპინძლებთ 🛬
▪ ბოლო ეტაპზეა შიდა ინტერიერის მოწყობა.
▪ პოლონური კომპანია Dimark group-ის მიერ დამონტაჟდა ბარგის მართვის სისტემა, რომელიც სატესტო რეჟიმში უკვე ამუშავდა.
▪ დამონტაჟებულია და გამართულია სახანძრო და წყალმომარაგების სისტემები.
▪ მოეწყო 18 სარეგისტრაციო დახლი, საიდანაც ორი ე.წ. baggage drop off იქნება და მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ.
▪ მოეწყო ე.წ. მწვანე გადახურვა, ტერასა გამწვანებით.
▪ ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყება არსებული ტერმინალის სარემონტო სამუშაოები. რის შემდეგაც ორივე ტერმინალი გაერთიანდება და აეროპორტს ექნება საერთო ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვის არის საჭირო.
განახლებულ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის არსებულ გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის 👩‍🦰👨‍🦰🧔”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე იხილეთ

error: გაფრთხილება: კონტენტი დაცულია!!!