ალუდა ღუდუშაური ოპოზიციას: შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური პირი, მაგრამ ასე გძულდეს შენი ქვეყანა, წარმოუდგენელია
„შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური პირი, მაგრამ ასე გძულდეს შენი ქვეყანა, წარმოუდგენელია“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა.
მისი თქმით, ბუნებრივია და აუცილებელიც, კამათი, დებატები, დისკუსია ეკონომიკასა თუ სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ ხელისუფლებას, არამც და არამც, არ ექნება დისკუსია სამშობლოსა და ქართველი ხალხის სიყვარულზე, ერთიანობასა და ეროვნულობაზე.
„ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს. ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, რომელსაც საქართველო ჰქვია. ის დიადი დღე, რომელსაც გუშინ აღვნიშნავდით, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ დამოუკიდებლობას ყოველწუთიერად სჭირდება დაცვა. ჩვენ დღესაც უნდა ვიბრძოლოთ, მუხლჩაუხრელად უნდა ვიშრომოთ, რომ ქვეყანა მომავალ თაობას მართლაც დამოუკიდებელი დავუტოვოთ.
ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ადამიანები ქვეყნის მტრობაზეც კი მიდიან. როგორი სამარცხვინო და ამორალურია, საკუთარ ქვეყანას ედავებოდე და ადანაშაულებდე ათასგვარ სიბინძურეში. ბუნებრივია, მათთან ვერც სიყვარულზე გვექნება საუბარი და ვერც სამშობლოს ერთგულებაზე. მათ ერთი რამ უნდა გაიგონ - ჩვენ არსად, არც ერთი ნაბიჯით უკან დახევას არ ვაპირებთ, სადაც არის ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესი და ჩვენი ქვეყნის ღირსება.
პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არც ერთი ნაბიჯით არ ვაპირებთ უკან დავიხიოთ და კომპრომისზე წავიდეთ ქვეყნის და ხალხის ინტერესების ხარჯზე. ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ არეულობას გამოიწვევს და ამით ვინმე ხელისუფლებაში მოვა“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.
1779876228
ახალი ამბებისაბავშვო ბაღის აღმზრდელს, რომელიც მცირეწლოვანზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, ბრალდება წარედგინა
თბილისის პროკურატურის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველომ მცირეწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს....
1779874251
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: არავის მივცემთ ისტორიის გადაწერის, სიმართლის გადაფარვისა და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გაქცევის უფლებას!
„ნაციონალურ მოძრაობას“ უფლება არ აქვს საზოგადოებას თავისუფლებაზე ელაპარაკოს, უფლება არ აქვს იმ ფასეულობების დაცვაზე საუბრობდეს, რომელიც თავად სისხლში ჩაახშო“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის...
1779872926
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ჯო უილსონზე: ეს კონგრესმენი კონვერტებს ხსნის, რომელშიც საქართველოდან გაგზავნილი ოპოზიციის ფანტაზია და ფული დევს, ფანტაზიებს აქვეყნებს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომლის თქმითაც, „ქართული ოცნების“ რეჟ...
1779871428
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: მოდით, ჯერ შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ რეალურად კომფორტული, სახელმწიფო აპარატი მოქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებული და მხოლოდ ამის შემდეგ, მოვთხოვოთ მოქალაქეებს წესების უმკაცრესი დაცვა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. მან ყურადღება გაამახვილა გაზრდილ ჯარიმებსა და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე...
1779870748
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ოპოზიციის აქციაზე: გუშინდელი დღე იყო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის, ის რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც მათ გარშემოა შემოკრებილი
„გუშინდელი დღე იყო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის. ის რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც მათ გარშემო არის შემოკრებილი, არის ის facebook ბაბლი, რომელსაც თავი წარმოუდგენია საზოგადოებად და სინამდვილეში...































