არჩილ ბერიძე: საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ არა მუდმივი დაძაბულობა, კატასტროფის პროგნოზები და ნეგატიური დღის წესრიგი, არამედ მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და შედეგი
„ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებას გამუდმებით ესმოდა ერთი გზავნილი - თუ საქართველო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს დაიცავდა, თუ არ დაემორჩილებოდა გარედან ნაკარნახევ პოლიტიკურ დღის წესრიგს და ურთიერთობებს თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ააწყობდა, ქვეყანას აღარ ეყოლებოდა პარტნიორები, შეწყდებოდა ინვესტიციები და საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდებოდა“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ ბერიძემ.
მისივე თქმით, დღეს რეალობა სრულიად განსხვავებულ სურათს გვაჩვენებს და საქართველო როგორც ტრადიციულ პარტნიორებთან, ისე ახალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრებთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას და თანამშრომლობის განვითარებას აგრძელებს.
„ჩვენმა გუნდმა დროულად დაინახა გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებები და ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებით ერთ-ერთი პირველი ნაბიჯები გადადგა იმ ფონზე, როდესაც მოგვიანებით, ზოგიერთი პირის პარადოქსული განცხადებების მიუხედავად, თავად ევროპული და ჩრდილოატლანტიკური სივრცის ქვეყნებიც აქტიურად შეუდგნენ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას. ასევე, სულ ახლახან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, ამერიკის საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარი იყო ურთიერთობების ახალ ეტაპზე, ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე, ინვესტიციების ზრდის შესაძლებლობებზე, უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასა და ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე. ამ ფონზე მინდა ოპოზიციას ვკითხო - დარჩათ თუ არა მცირედი პასუხისმგებლობის განცდა მაინც იმ პროგნოზებზე, რომლითაც საზოგადოებას ქვეყნის იზოლაციასა და ეკონომიკურ კოლაფსს უწინასწარმეტყველებდნენ?“, - განაცხადა არჩილ ბერიძემ.
მისივე თქმით, დღეს ფაქტები საპირისპიროს აჩვენებს და საქართველომ დაამტკიცა, რომ შესაძლებელია პარტნიორობა ისე, რომ არ დაკარგო ღირსება და შესაძლებელია თანამშრომლობა ისე, რომ არ თქვა უარი სუვერენიტეტზე.
„ქვეყანა აგრძელებს ეკონომიკურ განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, განათლებისა და სხვა მნიშვნელოვანი სფეროების რეფორმირებას, უსაფრთხოების გაძლიერებას და სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობის ზრდას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს როლის გაძლიერება რეგიონული თანამშრომლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით. შავი ზღვის ენერგეტიკული კაბელისა და ახალი რეგიონული პროექტების განვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო რეგიონში მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლი ხდება. ამიტომ, როდესაც საუბარია ქვეყნის ვითომ იზოლაციაზე ასეთი მასშტაბის პროექტები თავად არის პასუხი იმ ნარატივებზე, რომელსაც წლების განმავლობაში საზოგადოებას სთავაზობდნენ. საზოგადოებას ჰპირდებოდნენ იზოლაციას და რეალურად კი, საქართველო იმყარებს პოზიციას როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული ჰაბი. როდესაც ეს პროგნოზები არ გამართლდა, დღეს უკვე თავად რადიკალურ ოპოზიციაში ვხედავთ დაპირისპირებასა და პასუხისმგებლობის ერთმანეთზე გადატანის მცდელობას. მათ კვლავ ვერ გაიგეს მთავარი - საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ არა მუდმივი დაძაბულობა, კატასტროფის პროგნოზები და ნეგატიური დღის წესრიგი, არამედ მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და შედეგი“, - აღნიშნა არჩილ ბერიძემ.
1780997200
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო არის საკმარისად ძლიერი, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში
სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში, როცა საქმე ეხება, მაგალითად, კრიპტომაინინგს და დაახლოებით 20 მლნ ლარის ელექტროენერგიას იპარა...
1780997161
ახალი ამბებიკახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილის როლი განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში - მისი მონაწილეობითა და გადაწყვეტილებებით მოვახერხეთ გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის უახლეს ისტორიაში მნიშვნელოვანი ფიგურაა და ის შეტევა, რომელიც მი...
1780995786
საზოგადოებაჩინეთის საელჩო: ჩინეთის და საქართველოს პრეზიდენტებმა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ განაცხადეს
საქართველოში ჩინეთის საელჩოს ინფორმაციით, 9 ივნისს, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავი...
1780994534
საზოგადოებაპრემიერი: ბიძინა ივანიშვილმა წლებით აჩვენა გუნდსაც და მთლიანად ქვეყანასაც, რომ მის რჩევას აქვს განსაკუთრებული ფასი, სწორედ მისი პირადი კომპეტენციის შედეგია 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სწრაფი ეკონომიკური ზრდა
დიდი ხანია, გვესმის საუბარი ერთმმართველობაზე, ავტოკრატიაზე, ივანიშვილის რეჟიმზე, ეს ტერმინები გამოიყენება, თუმცა როცა ფაქტებით ვსაუბრობთ ამასთან დაკავშირებით, ვერაფერს გვიპირისპირებენ. მთავარია ფაქტებ...
1780994182
ახალი ამბებიქადაგიშვილი: საქართველოს პოლიტიკა ღიაა, გვინდა, რაც შეიძლება ბევრ ქვეყანასთან, განსაკუთრებით გიგანტებთან, რომელთაც ეკონომიკური დომინირება აქვთ, პარტნიორული ურთიერთობა გვქონდეს
გვინდა, რაც შეიძლება ბევრ ქვეყანასთან, განსაკუთრებით გიგანტებთან, რომელთაც მსოფლიოში ეკონომიკური დომინირება აქვთ, ღია და პარტნიორული ურთიერთობა გვქონდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმა...


























