არჩილ გორდულაძე: გარკვეული პირები პედაგოგების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცდილობენ, ინფორმაცია გაავრცელონ, თითქოს რეპეტიტორულ საქმიანობას კანონი კრძალავს - ცალსახად ვამბობთ პედაგოგებს შეუძლიათ, თამამად მოამზადონ ნებისმიერი პირი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ კომიტეტზე კიდევ ერთხელ ისაუბრა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე და უპასუხა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს კანონი რეპეტიტორულ საქმიანობას კრძალავს.
კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, „რეპეტიტორული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად, პედაგოგებს შეუძლიათ, თამამად მოამზადონ ნებისმიერი პირი“.
„გარკვეულმა პირებმა და არ გაგვიკვირდება, რომ პირდაპირ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულ პირებზე გვაქვს საუბარი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ამავდროულად, საზოგადოების გაღიზიანებისთვის, განსაკუთრებით, ძალიან პატივსაცემ პირთა წრის, პედაგოგების შეცდომაში შესაყვანად ცდილობენ, ინფორმაცია გაავრცელონ, რომ თითქოს რეპეტიტორულ საქმიანობას კანონი კრძალავს, ან რაიმე დამატებითი რეგულაცია არის შემოსული ამ საკითხთან დაკავშირებით. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეპეტიტორული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად, პედაგოგებს შეუძლიათ, თამამად მოამზადონ და თავიანთი ცოდნა გადასცენ ნებისმიერ პირს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
1762935820
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი რაჟდენ კუპრაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე: ის, როგორც საქმიანობს ანტიკორუფციული ბიურო, ვფიქრობ, არის დამაკმაყოფილებელი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, კუპრაშვილის გ...
1762935289
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროპული ღირებულება არის დიალოგი და არა კონფრონტაცია, საუბარი და არა დირექტივები, სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელი ამ ღირებულებებს აცდენილია
დღეს ბრიუსელი ღირებულებებს აცდენილია, რისი შედეგიც არის ის კონფრონტაციული ტონი, თავდასხმები, რიტორიკა, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ გვესმის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შ...
1762934659
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო თურქეთის მთავრობას და ხალხს სამძიმარს უცხადებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი 11 ნოემბერს თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო სამძიმარს უცხადებს თურქეთის მთავრობას და დაღუპულთა ოჯახებს. „შეძრწუნებულ...
1762934136
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი დღეს იმ გზაზე დგას, სადაც საბჭოთა მოსკოვი იყო, როდესაც დიალოგის ნაცვლად, არის კონფრონტაცია, საკუთარი დღის წესრიგის თავსმოხვევის სურვილია
რადიკალური ოპოზიცია, მათი უცხოელი მფარველების ხელში, გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოს მიმართ დღის წესრიგი იმ ჯგუფების სურვილის მიხედვით იყოს გატარებული, რომლებიც მათ აორგანიზებს, მფარველობს და აფ...
1762933729
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: წლის ბოლოს ჩვენი ეკონომიკა, პირველად ჩვენს ისტორიაში, უკვე იქნება 100 მილიარდ ლარზე მეტი, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა ბიუჯეტზეც ისახება
წლის ბოლოს ჩვენი ეკონომიკა, პირველად ჩვენს ისტორიაში, უკვე იქნება 100 მილიარდ ლარზე მეტი. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა ბიუჯეტზეც ისახება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმ...




























