ბაჩო ოდიშარია: ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში
„ძალიან გამიხარდა, როცა 2024-ში „ქართული ოცნების“ სია გამოქვეყნდა და იქ ვარლამ ლიპარტელიანიც იყო, ლაშა ტალახაძეც და გენო პეტრიაშვილიც, იმიტომ, რომ პირველ რიგში, თქვენ ხართ ის ადამიანები და ქართული სპორტის ბურჯები, ჩვენი ქვეყნის დროშის და ჰიმნის მსოფლიო ასპარეზზე გამტანი“, - განაცხადა კინომცოდნე ბაჩო ოდიშარიამ, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე.
მისი თქმით, ყველა ის ადამიანი, ვინც პროფესიონალია და საკუთარ ქვეყანას ემსახურება, ჩართული უნდა იყოს პოლიტიკაში და ამ შემთხვევაში, პროფესიას არ აქვს მნიშვნელობა.
„ეს ადამიანები არიან, ვისაც ყველაზე მეტად ეამაგებათ ეს ქვეყანა და ვფიქრობ, მათი ადგილი არის პოლიტიკაში. ზოგადად, არ არის პოლიტიკაში აუცილებელი, რომ მაინცდამაინც პოლიტიკური მეცნიერებები დაამთავრო უნივერსიტეტში და შემდეგ მიხვიდე და დაიწყო საქმიანობა. ყველა ის ადამიანი, ვინც პროფესიონალია, ვინც თავის ქვეყანას ემსახურება და სამშობლოზე ზრუნვით არის დაკავებული - ყველა ის ადამიანი უნდა იყოს თავისთავად ჩართული პოლიტიკაში და თუ ეს კანონშემოქმედებით ორგანოში იქნება, მთლად უკეთესი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ოდიშარიამ.
მისივე განცხადებით, იმ ადამიანებს, ვინც სპორტსმენების პოლიტიკაში ყოფნაზე ქილიკობს, ყველაზე მეტად ეწყინათ მმართველი გუნდის რიგებში ქვეყნის წინაშე დიდი ამაგის და საზოგადოებაში ავტორიტეტის მქონე სახეების გამოჩენა.
„ვხედავთ, ვარლამ ლიპარტელიანი ახალგაზრდულში მოვიდა და როგორ გამოაცოცხლა აქაურობა, ლაშამ და გენომ ყველაზე კარგად იციან, სპორტის მიმართულებით რა პრობლემებიც არის და ამ მიმართულებით მიხედავენ ქვეყნის საკითხებს, ამიტომ, პროფესიის ნაწილში, რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში.
ყველა პროფესია, იქიდან გამომდინარე, რომ პირდაპირ გადაჯაჭვულია საკუთარი ქვეყნის პოლიტიკასთან, გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ პოლიტიკაში იყო აქტიურად ჩართული და მით უმეტეს, იყო ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსი. ის ადამიანები, ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, ის სუბიექტები არიან, ვისაც ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა „ქართული ოცნების“ გუნდში, რომელთაც ძალიან დიდი ამაგი ჰქონდათ ამ ქვეყნის წინაშე და რომელთაც გააჩნდათ დიდი ავტორიტეტი როგორც ახალგაზრდებში, ისე ზრდასრულ აუდიტორიაში და დაინახეს მათში ის საფრთხე, რომ მათი გეგმებისთვის კიდევ ერთი საფრთხე იქნებოდა მმართველი გუნდის ასე გაძლიერება“, - განაცხადა ბაჩო ოდიშარიამ.
1779623781
ახალი ამბებიმარიამ გრიგოლიშვილი: ახალგაზრდების ხმა და მათი განსხვავებული მოსაზრებების ურთიერთგაცვლა გახლავთ საფუძველი ქვეყნის დემოკრატიული და პროგრესული განვითარებისთვის
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა მარიამ გრიგოლიშვილმა რუსთავში, სადაც ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეშვიდე კონფერენცია იმართება, კომენტარი გააკეთა და ხაზი გაუსვა, თუ რამდენ...
1779623703
ახალი ამბებივარლამ ლიპარტელიანი: მზად ვართ ჯანსაღი დისკუსიისთვის და ვფიქრობ, ეს შეხვედრები აუცილებლად გამოიღებს შედეგს, ერთად შევძლებთ იმას, რომ უფრო ლამაზი, მეტად წარმატებული ვნახოთ ჩვენი ქვეყანა
„ვფიქრობ ძალიან საინტერესო შეხვედრა გვექნება. ვისაუბრებთ ყველა საკითხზე რაც ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია. ვისაუბრებთ მათ სამომავლო გეგმებზე, ხედვებზე და ვფიქრობ, კარგი შეხვედრა გამოგვივა“, - განაც...
1779623503
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: ბუნებრივია, ჩვენ დანიის მთავრობისგან ან თავქარიანი კალასისგან ამ უსამართლობასა და ორმაგ სტანდარტზე აღიარების იმედი არ გვქონია
„ფასეულობების დეგრადაცია, ევროპული პრინციპებისგან გადახვევა და ორმაგი სტანდარტი“ - ასეთია „ქართული ოცნების“ შეფასება კოპენჰაგენში აქციის მონაწილეების ძალადობრივ დარბევაზე. პარლამენტის დიასპორის კომიტე...
1779623155
ახალი ამბებიპატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა და ზიარების მნიშვნელობაზე იქადაგა. უწმინდესისა და უნეტარესის თქმით, წმინდა საიდუმლოს მიღებით, ადამიანი ქრისტეს...
1779623043
ახალი ამბებიპროკურატურამ თბილისში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 მაისს თბილისში, წერეთლის გამზირზე, ბრალდებულმა,...































