დავით ქართველიშვილი: ერევანს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გაითვალისწინოს თბილისის გამოცდილება ბრიუსელთან და ნატოსთან ურთიერთობის კუთხით, დაუჯერებს თუ არა ამ გამოცდილებას, ეს მისი საქმეა
„დასავლეთი სომხეთს სთავაზოს ათეული წლის განმავლობაში იდგეს ღია კარებში, სწორედ ისე, როგორც თავის დროზე შესთავაზა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირის ღია კარებში დგომა, ასევე სთავაზობენ იმას, რასაც აღარ სთავაზობენ ჩვენზე „რეიტინგულად“ უფრო მაღალ პოზიციებზე მყოფ უკრაინასა და მოლდოვას, ანუ ევროინტეგრაციის პერსპექტივას,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.
მისი თქმით, ერევანს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გაითვალისწინოს თბილისის გამოცდილება ბრიუსელთან და ნატოსთან ურთიერთობის კუთხით.
„დასავლეთი სომხეთს სთავაზოს ათეული წლის განმავლობაში იდგეს ღია კარებში, სწორედ ისე, როგორც თავის დროზე შესთავაზა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირის ღია კარებში დგომა, ასევე სთავაზობენ იმას, რასაც აღარ სთავაზობენ ჩვენზე „რეიტინგულად უფრო მაღალ პოზიციებზე“ მყოფ უკრაინასა და მოლდოვას, ანუ ევროინტეგრაციის პერსპექტივას. ერევანს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გაითვალისწინოს თბილისის გამოცდილება ბრიუსელთან და ნატოსთან ურთიერთობის კუთხით, დაუჯერებს თუ არა ამ გამოცდილებას, ეს მისი საქმეა.
ის, რომ ფაშინიანმა სომხეთში შეინარჩუნა ძალაუფლება სტრატეგიულად საქართველოს და აზერბაიჯანს ძალიანაც აწყობს იმიტომ, რომ ჩვენ არაპროგნოზირებადი რუსეთის გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში დღეს არ გვჭირდება, მაგრამ გვაწყობს პროგნოზირებადი ფაშინიანის პოზიცია, რომელსაც აქვს სერიოზული ნაბიჯები გადადგმული ოფიციალურ ბაქოსთან გლობალური სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოსაწერად, რომლის უკან არის სტაბილურობა და ეკონომიკური თავისუფლება მათთვის, ვინც დაინტერესებულია ზოგადად სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებით და ეკონომიკური სტაბილურობით,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
1781013794
ახალი ამბებიირაკლი ხელაძე: ქართველი ხალხის ვიზალიბერალიზაციას არასდროს გაცვლის ეროვნულობასა და პატრიოტიზმში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. ხელაძის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას...
1781013093
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილმა აკრედიტაციის მსოფლიო დღე დარგის სპეციალისტებს მიულოცა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა აკრედიტაციის ცენტრს, მის თანამშრომლებს, პროცესში ჩართულ ექსპერტებსა და აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოებს აკრედიტაციის მსო...
1781012511
საზოგადოებაქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის კმ78-კმ 88 მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ78-კმ 88 მონაკვ...
1781010872
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6607 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6625 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1781008074
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებული სისასტიკით ყოფილი მეუღლის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ყოფილი მეუღლის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა...



























