დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში მიმოიხილავს რუსეთის მიერ თავისი ბაზრის შეზღუდვას სომხური პროდუქციისთვის.

ანალიტიკოსის აზრით, ესაა პირდაპირი გზავნილი ერევნისთვის, რათა შეცვალონ გეოპოლიტიკური კურსი. ქართველიშვილი წერს, რომ სომხეთის ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე ზედმეტად ღრმაა, სწორედ ამიტომაა კონფლიქტი მისთვის სახიფათო.

„სომხეთს პოლიტიკურად სურს რუსეთისგან დისტანცირება, მაგრამ ეკონომიკურად კვლავაც რუსულ ბაზარზეა დამოკიდებული. მოსკოვს ეს ძალიან კარგად ესმის და მოქმედებს არა ტანკებით, არამედ ფიტოსანიტარული აქტებით, ლაბორატორიული შემოწმებებითა და სავაჭრო ბარიერებით. საქართველოს ეს „კინო“ უკვე ნანახი აქვს“, - წერს ანალიტიკოსი.

ქართველიშვილი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ევროპას არ შეუძლია რუსეთის ჩანაცვლება მოხმარების მოცულობით, ლოგისტიკითა და სომხური პროდუქციის ბრუნვის სისწრაფით.

„7 ივნისის არჩევნების წინ, რუსეთი სომხეთის ყველაზე მტკივნეულ წერტილს ურტყამს - საფულეს: კონიაკი, ღვინო, ყვავილები, სოფლის მეურნეობის პროდუქცია, მინერალური წყალი. ეს უბრალოდ საქონელი არ არის, ეს ქვეყნის ძირითადი საექსპორტო სისტემაა. როდესაც მოსკოვი საკუთარ ბაზარზე წვდომას ზღუდავს, ერევანს სრულიად გასაგებ სიგნალს უგზავნის: თქვენი გეოპოლიტიკური შემობრუნება ფასი ეღირება, სამუშაო ადგილების, შემოსავლებისა და შიდა სტაბილურობის სახით.

სომხური საზოგადოება ამ ყველაფერზე ერთიანი ფრონტით არ რეაგირებს, ისედაც პოლარიზებული საზოგადოება ამ საკითხთან მიმართებითაც გაყოფილია. ფაშინიანის მხარდამჭერები ამ ყველაფერს კრემლის ზეწოლად აღიქვამენ ქვეყნის დამოუკიდებელი კურსის გამო. ოპოზიცია კი თავად ფაშინიანს ადანაშაულებს მთავარ ეკონომიკურ პარტნიორთან ურთიერთობების დანგრევაში. ბიზნესისთვის კი იდეოლოგია მეორეხარისხოვანია - მათ სჭირდებათ პროდუქციის გაყიდვა, ხელფასების გადახდა და კონტრაქტების შენარჩუნება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ რადიკალურად პრორუსული ბანაკი, ბოლო წლების საერთო დინამიკიდან გამომდინარე, უკვე აღარ გამოიყურება უმრავლესობად. ყარაბაღის მოვლენების შემდეგ რუსეთის, როგორც უსაფრთხოების უპირობო გარანტის იმიჯი, ბევრისთვის სერიოზულად შეირყა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სომხური საზოგადოების უმრავლესობა მზად არის მოსკოვთან მკვეთრი გაწყვეტისთვის, ეკონომიკური დამოკიდებულება ჯერ კიდევ ზედმეტად ღრმაა. სწორედ ამიტომ არის ეს კონფლიქტი ერევნისთვის განსაკუთრებით სახიფათო. სომხეთს პოლიტიკურად სურს რუსეთისგან დისტანცირება, მაგრამ ეკონომიკურად კვლავაც რუსულ ბაზარზეა დამოკიდებული. მოსკოვს ეს ძალიან კარგად ესმის და მოქმედებს არა ტანკებით, არამედ ფიტოსანიტარული აქტებით, ლაბორატორიული შემოწმებებითა და სავაჭრო ბარიერებით.

საქართველოს ეს „კინო“ უკვე ნანახი აქვს. ეს არის ზეწოლის ცივი და პრაგმატული ფორმა, ხმამაღალი განცხადებების გარეშე, მაგრამ პირდაპირი დარტყმით სომხეთის შიდა სტაბილურობაზე. ამ ყველაფრის ფონზე, მთავარი სტრატეგიული კითხვა ერევნისთვის დღეს არის: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?! დღევანდელი რეალობით პასუხი სომხური ეკონომიკისთვის ცალსახად უარყოფითია.

ევროკავშირს შეუძლია გრანტების პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერის მხოლოდ თეორიული შეთავაზება (ეს „კინოც“ ნანახი გვაქვს), მაგრამ რუსეთის ჩანაცვლება მოხმარების მოცულობით, ლოგისტიკით, ისტორიული სავაჭრო კავშირებითა და სომხური პროდუქციის ბრუნვის სისწრაფით, ევროპას არც ახლო მომავალში შეუძლია და არც გრძელვადიან პერსპექტივაში“, - წერს დავით ქართველიშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779626844

ახალი ამბები

კახა კალაძე საერთაშორისო ბაზრობას TAF 2026-ს ესტუმრა

თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობას Tbilisi Art Fair-2026-ს ესტუმრა, რომელშიც თბილისის მერიის „თბილისის საჯარო ხელოვნების...

კახა კალაძე

1779625828

ახალი ამბები

ავარია მარნეულის მუნიციპალიტეტში - დაიღუპა ერთი ადამიანი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წოფში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. როგორც შინაგან საქმეთა...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1779624257

ახალი ამბები

ნუგო შოშიაშვილი: რეგიონულმა კონფერენციებმა დაგვანახა, რომ ეს და მსგავსი ღონისძიებები არის უალტერნატივო საშუალება ახალგაზრდებს შორის დისკუსიის აღდგენის და განსხვავებული აზრების გაცვლა-გამოცვლის

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა ნუგო შოშიაშვილმა რუსთავში, სადაც ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეშვიდე კონფერენცია იმართება, შეხვედრების მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი. მისი...

ნუგო შოშიაშვილი

1779623781

ახალი ამბები

მარიამ გრიგოლიშვილი: ახალგაზრდების ხმა და მათი განსხვავებული მოსაზრებების ურთიერთგაცვლა გახლავთ საფუძველი ქვეყნის დემოკრატიული და პროგრესული განვითარებისთვის

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა მარიამ გრიგოლიშვილმა რუსთავში, სადაც ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეშვიდე კონფერენცია იმართება, კომენტარი გააკეთა და ხაზი გაუსვა, თუ რამდენ...

მარიამ გრიგოლიშვილი

1779623703

ახალი ამბები

ვარლამ ლიპარტელიანი: მზად ვართ ჯანსაღი დისკუსიისთვის და ვფიქრობ, ეს შეხვედრები აუცილებლად გამოიღებს შედეგს, ერთად შევძლებთ იმას, რომ უფრო ლამაზი, მეტად წარმატებული ვნახოთ ჩვენი ქვეყანა

„ვფიქრობ ძალიან საინტერესო შეხვედრა გვექნება. ვისაუბრებთ ყველა საკითხზე რაც ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია. ვისაუბრებთ მათ სამომავლო გეგმებზე, ხედვებზე და ვფიქრობ, კარგი შეხვედრა გამოგვივა“, - განაც...

ვარლამ ლიპარტელიანი