დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მამა ილია დაძახებული იყო მამაშვილური საუბრისთვის, რომ იქნებ შეგონება მოესმინა და გაეთვალისწინებინა ის გადაცდომები, რაც მის გამონათქვამებში იყო, თუმცა როგორც კომისიაზე გამოჩნდა, სინანულს არ აპირებდა
„მამა ილია (თოლორაია) დაძახებული იყო მამაშვილური საუბრისთვის, რომ იქნებ მას შეგონება მოესმინა და გაეთვალისწინებინა ის გადაცდომები, რაც მის გამონათქვამებში იყო, თუმცა როგორც კომისიაზე გამოჩნდა მისი დამოკიდებულება, სინანულს არ აპირებდა“, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მამა ილია გავიდა საპატრიარქოს ჭიშკრიდან, იქვე გააკეთა ამაზე უფრო უარესი განცხადებები.
„გარკვეული განმარტების გაკეთება გადავწყვიტეთ მე და პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო პერიოდში არ წყდება მამა დოროთეს და მისი თანამოაზრეების მხრიდან საპატრიარქოს დისკრედიტაციის მცდელობა. საუბარია თითქოს მამა ილია (თოლორაიას) დაბარების დროს მოხდა პროცესუალური გადაცდომები. არ ერიდებიან თქმას, რომ პატრიარქი შეიყვანა შეცდომაში მისმა მდივანმა, რომელიც 23 წელია მისი მდივანია, ქორეპისკოპოსმა, რომელიც ასევე 23 წელია ქორეპისკოპოსია და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, რომელიც რვა წელია პატრიარქის ლოცვა-კურთხევებს ასრულებს.
მცირე განმარტებას გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით. მართალია ის, რომ მამა ილია(თოლორაია) დაძახებული იყო მამაშვილური საუბრისთვის, რომ იქნებ მას შეგონება მოესმინა და გაეთვალისწინებინა ის გადაცდომები, რაც მის გამონათქვამებში იყო, თუმცა როგორც კომისიაზე გამოჩნდა მისი დამოკიდებულება, სინანულს არ აპირებდა.
მას შემდეგ, რაც მამა ილია გავიდა საპატრიარქოს ჭიშკრიდან, იქვე გააკეთა ამაზე უფრო უარესი განცხადებები. მამა ილიას კომისიაზე დაბარებას აზრი აღარ ჰქონდა. საპატრიარქოში იმ დროს კომისიის წევრები იყვნენ და მის გარეშე მიღებული იყო დასკვნა“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
1762968193
ახალი ამბებიკახა კალაძემ მოქალაქეებთან ყოველკვირეული შეხვედრები დაიწყო
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოქალაქეებთან ყოველკვირეული შეხვედრები დაიწყო. დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ, საუბარი ძირითადად...
1762968093
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. როგორც გა...
1762966692
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი გახარიაზე: რამდენჯერმე აქვს გამეორებული, რომ ყველა ბრძანება, მათ შორის რეზინის ტყვიების გასროლასთან დაკავშირებით იყო მისი გაცემული, საგამოძიებო კომისიაზე მან ეს უარყო და ძალიან ბინძურად ხელი შეაწმინდა პოლიციელებს
„რამდენჯერმე აქვს გამეორებული, რომ ყველა ბრძანება, მათ შორის რეზინის ტყვიების გასროლასთან დაკავშირებით იყო მისი გაცემული“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომა...
1762964762
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით ამბიციური გეგმები გვაქვს
პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით, საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს - მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 120 მილიონი ლარი დაიხარჯება და ბუნებრივია, ეს დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელ...
1762961923
ახალი ამბებისაპატრიარქო არქიმანდრიტ ილიასთან (თოლორაია) დაკავშირებით მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნას აქვეყნებს
საქართველოს საპატრიარქო არქიმანდრიტ ილიასთან (თოლორაია) დაკავშირებით მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნას აქვეყნებს. „მიმდინარე წლის 5 ნოემბერს არქიმანდრიტი ილია (თოლორაია), დაბარებული გახლდათ...































