დღეს ამომრჩევლის მიერ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნის ვადა იწურება 

დღეს, 14 სექტემბერს, 18:00 საათზე, ამომრჩევლის მიერ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნის ვადა იწურება.  ცესკო კიდევ ერთხელ მოგმართავთ ამომრჩევლებს, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში გადაამოწმოთ საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემები. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ან  ოჯახის წევრების მონაცემებში აღმოაჩენთ უზუსტობას, დღეს, 18:00 საათამდე უნდა მიმართოთ საუბნო ან საოლქო საარჩევნო კომისიას განცხადებით და მოითხოვოთ ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანა. ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადასამოწმებლად ცესკო არაერთ სერვისს გთავაზობთ:  შეგიძლიათ ეწვიოთ ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდს cesko.ge, შესაბამის ველში  შეიყვანოთ პირადი მონაცემები და გადაამოწმოთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების მონაცემები .ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება ამომრჩეველს შეუძლია კომპიუტერის, პლანშეტის, მობილურისა და სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით. ასევე შეგიძლიათ მიხვიდეთ იმ საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართზე, სადაც ხართ რეგისტრირებული და ადგილზე გადაამოწმოთ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიაში, ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცესკოს სატელეფონო ცენტრის შემდეგ ნომერზე - 2 51 00 51. ასევე შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გადმოგვცემს განახლებულ მონაცემებს, რომლის საფუძველზეც დგება ამომრჩეველთა ერთიანი სია 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აქტიურობისა და ამომრჩეველთა ერთიან სიებში მონაცემების გადამოწმებისკენ, რაც 2 ოქტომბერს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ერთად ჩავატაროთ საერთაშორისო სტანდარტის, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები