ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ წევრი სახელმწიფოების ნორმები, რომლებიც სქესის შესახებ მონაცემების განახლებას კრძალავს, ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება
ევროკავშირის სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს, რომლებმაც სქესი სხვა ქვეყანაში შეიცვალეს, უნდა ჰქონდეთ საშუალება განაახლონ თავისი მონაცემები სქესის შესახებ, ხოლო თუ ეროვნული კანონმდებლობა ამის უფლებას მათ არ აძლევს, ეს ევროკავშირის სამართლის დარღვევაა.
ევროკავშირის სასამართლომ აღნიშნული დადგენილება ბულგარელი ტრანსგენდერის საქმის მაგალითზე გამოიტანა. კერძოდ, საქმეში აღნიშნულია, რომ ადამიანი დაიბადა ბულგარეთში მამაკაცად. ზრდასრულ ასაკში ის საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა და იქ სქესი შეიცვალა. ამის შემდეგ მას სამშობლოში დოკუმენტების განახლება მოუნდა.
მისი გენდერული იდენტობისა და სამედიცინო შეფასებების დამადასტურებელი საბუთების არსებობის მიუხედავად, ბულგარეთმა ტრანსგენდერის თხოვნას უარით უპასუხა. ბულგარეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდა.
ბულგარეთის უზენაესმა საკასაციო სასამართლომ ეჭვი შეიტანა იმაში, რომ ბულგარეთის კანონმდებლობა, რომელიც სქესს განსაზღვრავს, როგორც ბიოლოგიურ მოვლენას და შესაბამისი ცვლილებების შეტანას კრძალავს, ევროკავშირის სამართალს შეესაბამება. ამის გამო ბულგარეთის სასამართლომ ევროკავშირის სასამართლოს მიმართა.
ევროკავშირის სასამართლომ, თავის მხრივ, დაადგინა, რომ ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც სქესის შესახებ მონაცემების განახლების საშუალებას არ იძლევა, ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გაცემის საკითხი წევრი სახელმწიფოების პრეროგატივაა, ის ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად უნდა ხდებოდეს.
ევროკავშირის სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ ადამიანის ფაქტობრივ იდენტობასა და ძველ დოკუმენტებს შორის არსებული შეუსაბამობა მას პრობლემებს შეუქმნის ნებისმიერი შემოწმების ან ტრანსსასაზღვრო მოგზაურობის დროს.
1773318913
მსოფლიოფაშინიანის განცხადებით, მან ევროპარლამენტში ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების გამო შეშფოთება გამოხატა. ქართულ მხარეს მას ამისთვის არ უთხოვია
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რატომ ისაუბრა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ და აღნიშნა, რომ მას ამისთვის ქართულ...
1773316720
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე: გაუქმდა გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვას გულისხმობდა, სანაცვლოდ მსგავს ავტომანქანებზე განბაჟების თანხა გაიზრდება
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელით გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად ქვეყანაში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილ...
1773315351
ახალი ამბებიშსს: პარლამენტის წინ გაშლილ კარავში გაჩნდა ხანძარი, ინფორმაციის მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, მომხდარ ფაქტზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება
შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის წინ გაშლილ კარავში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მომხდარ ფაქტზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმე...
1773314192
მსოფლიოისრაელის თავდაცვის მინისტრი: თუ ლიბანი „ჰეზბოლას“ თავდასხმებს არ შეაჩერებს, ისრაელი „ტერიტორიას დაიკავებს და ამას თავად გააკეთებს“
ისრაელის თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის განცხადებით, მან ლიბანი გააფრთხილა, რომ თუ ის არ შეაჩერებს „ჰეზბოლას“ თავდასხმას, ისრაელი „ტერიტორიას დაიკავებს და ამას თავად გააკეთებს“. „ჰეზბოლამ“ გუშინ ისრ...
1773313514
საზოგადოებაჯაბა ხუბუა: მარკეტა გრეგოროვას თურმე არაფერი სმენია, რომ ლიაკა ხოშტარიას ოჯახს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ერიცხება რუბლი. თუ შეიტყობს, რომ სააკაშვილიც კიევის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში სწავლობდა, წითელ თმებს სულ ღერა-ღერა დაიპუტავს
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, მას პირველად ესმის, რომ ელენე ხოშტარია რუსეთიდან თანხებს იღებს. ხუბუა X-ზე წერს, რომ თუ ევროდეპუტატი იმი...


























