განათლების მინისტრი პრემიერთან ერთად დღეს ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციას გამართავს
განათლების მინისტრი დღეს, 2 დეკემბერს პრემიერთან ერთად, ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციას გამართავს. მთავრობის მიერ უკვე დამტკიცებულია უმაღლესი განათლების რეფორმა, რომლის განსახორციელებლად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება. სავარაუდოდ, მას დეპუტატები მომავალ კვირაში დაჩქარებული წესით განიხილავენ.
უმაღლესი განათლების ახალი კონცეფცია მოიცავს სხვადასხვა მნიშვნელოვან თემას - ქუთაისსა და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო ქალაქების აშენებას, ინსტიტუციურ ოპტიმიზაციას, საკადრო პოლიტიკის განახლებას, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული სასწავლო პროგრამების დანერგვას და დაფინანსების სისტემის გაუმჯობესებას.
მმართველი გუნდისა და საპარლამენტო ოპოზიციის განმარტებით, კონცეფციით მკაფიოდ განისაზღვრება თითოეული უწყების როლი, რომელიც უზრუნველყოფს როგორც რეფორმის პრაქტიკულ განხორციელებას, ისე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და ცვლილებებთან დაკავშირებული ყველა საკითხის კოორდინაციას. მათივე თქმით, განათლების სისტემა საჭიროებდა გადაუდებელ რეფორმას, რათა გატარებულმა ცვლილებებმა ახალგაზრდებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლება მისცეს.
1764615620
ახალი ამბები3-7 დეკემბერს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის კმ1-კმ41 მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
3-7 დეკემბერს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის კმ1-კმ41 მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის...
1764613626
საზოგადოებაჟურნალისტი ირაკლი ალადაშვილი - BBC-ი სტატიაში წერს, რომ ტრიქლორეთილენი არის გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს - ის მართლაც კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში, მაგრამ პრაქტიკულად არ იხსნება წყალში
ჟურნალისტი ირაკლი ალადაშვილი თავის ბლოგში „არსენალი“ BBC-ის გამოძიებაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს, თუ რამდენად საფუძვლიანია „ბი-ბი-სი-ს“ ბრალდება, თბილისში მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის...
1764611891
საზოგადოებაკახა კალაძე: მინდა, უნგრეთს და მის ხელისუფლებას მადლობა გადავუხადო ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, გვიხარია, რომ როგორც საქართველო, ისე უნგრეთი იბრძვის სიმართლისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია
პიტერ სიიარტოსთან ძალიან გულთბილი და მეგობრული შეხვედრა შედგა, ვისაუბრეთ ყველაფერზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, რომელიც თავსმოხვეულია და უდიდეს პრობლემას წარმოადგე...
1764610212
საზოგადოებასაქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა, რომელიც ბლოკჩეინ ეკოსისტემის ერთ-ერთ წამყვან პლატფორმა Hedera-სთან თანამშრომლობით საჯარო სექტორში უახლესი ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს
საქართველოს იუსტიციის მინისტრ პაატა სალიასა და პლატფორმის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების ბლ...
1764609662
საზოგადოებავახტანგ გომელაური - ნივთიერებებს, რომელზედაც არის საუბარი, შსს 2012 წლამდე იყენებდა, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია, გითხრათ, რომ „ნაცებმა“ კატა გამოთხარეს
„ნივთიერებებს, რომელზედაც არის საუბარი, შსს იყენებდა 2012 წლამდე, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია, გითხრათ, რომ „ნაცებმა“ კატა გამოთხარეს“, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმ...


























