გარემოს ეროვნული სააგენტო: საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კლების ტენდენცია ფიქსირდება
საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კლების ტენდენცია ფიქსირდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული მეტეოროლოგიურმა პროცესებმა განაპირობა.
„დღევანდელი მაჩვენებლებით, ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კლების ტენდენცია დაფიქსირდა, რაც მეტეოროლოგიურმა პროცესებმა განაპირობა.
პირველ დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დაფიქსირდა ნალექი - წვიმის სახით. წვიმასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე ზოგან, მათ შორის დედაქალაქში, დაფიქსირდა დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ზოგიერთ ტერიტორიაზე სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა.
უდაბნოს მტვრის მასების გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე წლის განმავლობაში პერიოდულად ფიქსირდება. სიტუაციის გაუმჯობესება დამოკიდებულია შესაბამისი მეტეოროლოგიური პროცესების - წვიმა, თოვლი, ქარი - განვითარებაზე.
საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის, მტვრის პროგნოსტიკული ცენტრების და ეროვნული ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს გარემოს ეროვნული სააგენტო ავტომატური სადგურების საშუალებით ახორციელებს. ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს ინფორმაციას გაეცნოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე“, - წერია ინფორმაციაში.
1764657576
ახალი ამბებიქვემო ქართლის პოლიციამ სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი პირი - 1993 წელს დაბადებული რ.ი. დააკავეს. ინფორმაცია...
1764657568
ახალი ამბებიგაბუნია: „ნაცი“ ჩახუნაშვილი, რომელსაც ექსპერტული ცოდნა არ გააჩნია, სოც-მედია გამოკითხვით აკეთებს დასკვნას, მის „სამეცნიერო" კვლევაზე დაყრდნობით კი BBC „ვრემია" აკეთებს სიუჟეტს და ხელისუფლებას აბრალებს აკრძალული ნივთიერების გამოყენებას
„„ნაცი“ პედიატრი ჩახუნაშვილი, რომელსაც არანაირი ექსპერტული ცოდნა-განათლება არ გააჩნია, სოცმედია გამოკითხვაზე დაყრდნობით აკეთებს დასკვნას და ვარაუდობს, რომ ერთი წლის წინ ხელისუფლებამ აქციის მონაწილეთა...
1764655804
საზოგადოებაირაკლი მეზურნიშვილი: ბუდაპეშტში ძალიან წარმატებული ვიზიტი მიმდინარეობს
ძალიან წარმატებული ვიზიტი მიმდინარეობს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, - განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილმა. „მოგეხსენებათ, რომ უნ...
1764655778
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: რამდენიმე ადამიანი იკრიბება, ისინი, ვინც ან მსჯავრდებულები არიან, ან ძებნაში იმყოფებიან და აცხადებენ, რომ შარშან გამოყენებული იყო მომწამლავი ნივთიერება, ეს შემაშფოთებელი ტყუილია
ტყუილი იმდენად უტიფარია, რომ შემაშფოთებელია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი BBC-ის სტატიას. მისი თქმით, ამ სიცრუის უკან შემდეგი ნაბიჯებიც არის დაგეგმილი, რაც...
1764654444
ახალი ამბებიგანათლების მინისტრი პრემიერთან ერთად დღეს ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციას გამართავს
განათლების მინისტრი დღეს, 2 დეკემბერს პრემიერთან ერთად, ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციას გამართავს. მთავრობის მიერ უკვე დამტკიცებულია უმაღლესი განათლების რეფორმა, რომლის გა...




























